#StayHappening
Sat Sep 26 2026 at 12:00 pm to 05:00 pm UTC+04:00

ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2026 • Iliauni Science Picnic 2026

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი • Ilia State University · Tbilisi
\u10d8\u10da\u10d8\u10d0\u10e1 \u10e1\u10d0\u10ee\u10d4\u10da\u10db\u10ec\u10d8\u10e4\u10dd \u10e3\u10dc\u10d8\u10d5\u10d4\u10e0\u10e1\u10d8\u10e2\u10d4\u10e2\u10d8 \u2022 Ilia State University Publisher / Host ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი • Ilia State University
Share
\u10d8\u10da\u10d8\u10d0\u10e3\u10dc\u10d8\u10e1 \u10e1\u10d0\u10db\u10d4\u10ea\u10dc\u10d8\u10d4\u10e0\u10dd \u10de\u10d8\u10d9\u10dc\u10d8\u10d9\u10d8 2026 \u2022 Iliauni Science Picnic 2026
Advertisement
📅 26 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ტრადიციულ სამეცნიერო პიკნიკს უმასპინძლებს ახალი კონცეფციით - Science City.
ილიაუნის კამპუსი ერთი დღით სამეცნიერო ქალაქად გადაიქცევა, სადაც მეცნიერება, განათლება, ტექნოლოგიები, შემოქმედება და გართობა ერთ სივრცეში გაერთიანდება.
🏙️ მეცნიერების ქალაქში რამდენიმე განსხვავებული მიმართულება დაგხვდება:
🔹 გაიცანი ჩვენი სტუდენტები
🔹 შემოქმედებითი სახელოსნო
🔹 ინოვაციების უბანი
🔹 დედამიწისა და სიცოცხლის უბანი
🔹 ფიზიკა და ასტრონომია
🔹 გაიცანი მსოფლიო
🔹 აღმოჩენების მოედანი
🔹 Coca-Cola Stadium
🎫 ილიაუნის სამეცნიერო ქალაქში კიდევ ერთი სიახლე გელოდება - Science Passport.
საკუთარი „სამეცნიერო პასპორტით“ იმოგზაურებ სამეცნიერო ქალაქში, შეასრულებ მისიებს სხვადასხვა ზონაში, მაგალითად მართავ რობოტს, შეამოწმებ წყლის ხარისხს, მიკროსკოპით დააკვირდები სხვადასხვა ობიექტს, ამოიცნობ მინერალს და ახალ სიტყვას ისწავლი უცხო ენაზე. შესრულებული მისიებისთვის კი შტამპებს შეაგროვებ.
🎓 წლევანდელი პიკნიკი „ილიას განათლების ფესტივალის“ შემაჯამებელი ღონისძიებაა და აერთიანებს განათლებას, მეცნიერებას, ინოვაციას, შემოქმედებასა და საზოგადოებას.
მეცნიერების ქალაქის შექმნაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებთან, კვლევით ინსტიტუტებთან, სტუდენტებსა და სკოლებთან ერთად აქტიურად ჩაერთვებიან კერძო, საერთაშორისო და საზოგადოებრივი ორგანიზაციებიც, რომლებიც სტუმრებს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ.
🥤 Science City-ის საერთო გამოცდილებას წელს კიდევ ერთი განსაკუთრებული სივრცე შეემატება - Coca-Cola Stadium. ამ სივრცეში მთელი დღის განმავლობაში სტუმრებს დახვდებათ წამყვანი, მუსიკა, ინტერაქციული თამაშები და გათამაშებები, მათ შორის Mix Pong, „გამოიცანი გემო“, „იქსიკი & ნოლიკი“ და სხვა Coca-Cola-ს თემატიკაზე შექმნილი ღონისძიებები.
🔬 2012 წლიდან ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი საქართველოში მეცნიერების პოპულარიზაციის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა. მისი მიზანია თანამედროვე მეცნიერება, კვლევები და ინოვაციები ინტერაქტიული, გასაგები, სახალისო ფორმით გააცნოს ნებისმიერი ასაკის სტუმარს.
🌍 ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი ეხმიანება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს და იზიარებს European Researchers’ Night-ის იდეას, მეცნიერებისა და მკვლევრების საზოგადოებასთან დაახლოებას.
✨ მოდი ოჯახთან და მეგობრებთან ერთად, აღმოაჩინე Science City და გახდი სამეცნიერო ქალაქის მოქალაქე.
მეცნიერება ყველასთვის.
📅 26 სექტემბერი, 13:00-17:00 საათი
📍 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, E კორპუსის ეზო, ი. ჭავჭავაძის გამზ. 45
🎟️ დასწრება თავისუფალია.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/7sR8f
Advertisement

Event venue

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი • Ilia State University, Kakutsa Cholokashvili Ave 3/5,Tbilisi, Georgia

Tickets
Concerts, fests, parties, meetups — all the happenings, one place.

Ask AI if this event suits you

Keep the plans coming

More events in Tbilisi

PERMISSION

Fri, 25 Sep at 06:30 pm ლადო ასათიანი ქუჩა 28, თბილისი, საქართველო

Tbilisi is happening.

See everything else that’s on — concerts, markets, comedy and more.