Advertisement
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის განვითარების ფონდი ღია მეცნიერების პოპულარიზაციისა და ახალგაზრდა მეცნიერთა განვითარების ხელშეწყობის მიზნით ქუინსლენდის უნივერსიტეტის პროექტ-კონკურსს - „თეზისი 3 წუთში” ატარებს.
პროექტი “თეზისი 3 წუთში“ საქართველოში პირველად 2021 წელს ჩატარდა და ტრადიციად იქცა. იგი დოქტორანტების პრეზენტაციისა და კვლევითი კომუნიკაციის უნარების გაზრდას უწყობს ხელს.
კონკურსის მონაწილემ ჟიურისა და აუდიტორიის წინ თავისი სადოქტორო კვლევა უნდა წარადგინოს 3 წუთში, 1 სლაიდით. ამასთან ერთად, შეზღუდული დროისა და საპრეზენტაციო მასალის გათვალისწინებით, კვლევის მნიშვნელობისა და შინაარსის ეფექტურად ახსნა მოახერხოს.
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს აკრედიტებული უნივერსიტეტების დოქტორანტებს, რომელთაც განაცხადების მიღების ვადის დამთავრებისთვის, ჯერ კიდევ არ აქვთ დაცული ხარისხი.
კონკურსანტებს მოუსმენს და შეაფასებს 3 წევრისგან შემდგარი ჟიური. გამარჯვებულ დოქტორანტებს გადაეცემათ ფულადი პრიზები და სამახსოვრო საჩუქრები:
საპრიზო ადგილები:
I ადგილი – 1500 ლარი (დარიცხული);
II ადგილი – 1000 ლარი (დარიცხული);
III ადგილი – 500 ლარი (დარიცხული);
პროექტის წესები:
პროექტში მონაწილეობისთვის აუცილებელია რეგისტრაცია.
მოხსენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. მონაწილე, რომელიც ამ დროში ვერ ჩაეტევა, კონკურსს გამოეთიშება.
წამზომის ათვლა დაიწყება მაშინ, როცა მონაწილე საუბარს დაიწყებს;
საპრეზენტაციოდ დაგჭირდებათ მხოლოდ ერთი სტატიკური, PowerPoint-ის სლაიდი (მოძრაობის, ანიმაციის და გადასვლის გარეშე); სლაიდის მოწოდება უნდა მოხდეს რეგისტრაციის გავლისას (სარეგისტრაციო ფორმაში ატვირთვით):
https://forms.gle/gb83oTtXwjcqCcNu5
მოხსენებას უნდა ჰქონდეს თხრობის სტილი.
შეფასების კრიტერიუმები:
მონაწილეების შეფასება მოხდება წინასწარ შერჩეული კომისიის წევრების მიერ, ქუინსლენდის უნივერსიტეტის პროექტისთვის შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით.
1. მოხსენების აღქმადობა და შინაარსი:
მოხერხდა თუ არა კვლევის საგნის კონცეფციისა და მნიშვნელობის გადმოცემა, ტერმინოლოგიის განმარტება.
მოხერხდა თუ არა მოხსენებით კვლევის შედეგების გავლენისა და მნიშვნელობის ნათლად წარმოჩენა;
მიყვებოდა თუ არა მოხსენება ლოგიკურ ხაზს;
იყო თუ არა დისერტაციის თემა, კვლევის მნიშვნელობა და შედეგების გავლენა აუდიტორიისათვის შესაფერის ენაზე გადმოცემული;
დაუთმო თუ არა მომხსენებელმა ადეკვატური დრო მოხსენების თითოეულ ელემენტს;
2. ჩართულობა და კომუნიკაცია:
გააღვივა თუ არა მონაწილემ თემისადმი ინტერესი;
მოახერხა თუ არა მომხსენებლმა თავდაჯერებულად, თანმიმდევრულად და თანაბარი ტემპით თხრობა;
გააძლიერა თუ არა სლაიდმა მოხსენება და იყო თუ არა პრეზენტაცია გასაგები;
თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადა: 20 ნოემბერი.
წარმატებებს გისურვებთ და გელით.
Advertisement
Event venue
მერაბ ალექსიძის II შესახვევი N3, 0162 Tbilisi, Georgia, მერაბ ალექსიძის ქუჩა 1, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Tickets