#StayHappening
Fri, 11 Dec, 2026 at 05:45 am to Wed, 16 Dec, 2026 at 10:40 am UTC+04:00

დუბაი-აბუ დაბის ჯგუფური ტური! 11-16 დეკემბერი

  • Dubai,UAE · Dubai
GTG TOUR Publisher / Host GTG TOUR
Share
\u10d3\u10e3\u10d1\u10d0\u10d8-\u10d0\u10d1\u10e3 \u10d3\u10d0\u10d1\u10d8\u10e1 \u10ef\u10d2\u10e3\u10e4\u10e3\u10e0\u10d8 \u10e2\u10e3\u10e0\u10d8! 11-16 \u10d3\u10d4\u10d9\u10d4\u10db\u10d1\u10d4\u10e0\u10d8
Advertisement
🌴 დუბაი • აბუ დაბი — ჯგუფური ტურები ბრუნდება🇦🇪
დეკემბრიდან დაგვემგზავრეთ იქ, სადაც მომავლის ქალაქი რეალობად იქცა✈️🌃🏙
📅 მოგზაურობის თარიღები:
11–16 დეკემბერი (დარჩენილია 7 ადგილი)
🏙️ შთამბეჭდავი თანამედროვე არქიტექტურა
🛥️ იახტით მოგზაურობა დუბაის ცათამბჯენებს შორის
🏜️ უდაბნოს ოქროსფერი ხედები და დაუვიწყარი ემოციები
🌆 დუბაის ბრწყინვალება და აბუ დაბის განსაკუთრებული ატმოსფერო
🇦🇪 დუბაი და აბუ დაბი — ერთი მოგზაურობა, უამრავი შთაბეჭდილება❤️
ტურის აღწერა
დღე 1.
• 05:45 საათი ფრენა ქუთაისიდან ლარნაკას მიმართულებით
• 06:00 საათი (ადგილობრივი დროით), ჩაფრენა ლარნაკაში, გავემგზავრებით სასტუმროში ბარგს შევინახავთ, ცოტას შევისვენებთ სასტუმროს სივრცეში და დავიწყებთ ლარნაკას ტურს.
• ლარნაკას მარილიანი ტბა, ულამაზესი ხედები და რაც მთავარია- ამ დროს ტბას ბევრი ფლამინგოები სტუმრობენ.
• წმინდა ლაზარეს ეკლესია, ქალაქის მთავარი ისტორიული და რელიგიური სანახაობა.
• ლარნაკას შუა საუკუნეების ციხე, ქალაქის ისტორიული სიმბოლო
• ფინიკუდესის სანაპირო, პალმების ბულვარი და თავისუფალი დრო
• განთავსება ლარნაკას სასტუმროში
დღე 2.
• 06:20 საათი ფრენა ლარნაკიდან აბუ-დაბის მიმართულებით
• 12:25 საათი (ადგილობრივი დროით), ჩაფრენა აბუ-დაბიში
• შეიხ ზაიდის დიდი მეჩეთი , მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მეჩეთი, ეს სალოცავი სახლი აღჭურვილია 82 გუმბათით, 1000-ზე მეტი სვეტით და თეთრი და ოქროსფერი ფასადით.
უფრო მეტიც, ეს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მხოლოდ ორიდან ერთ-ერთი მეჩეთია, რომელიც ღიაა არამუსლიმი ტურისტებისთვის.
ვიზიტორებს შეუძლიათ გაისეირნონ მსოფლიოში ყველაზე დიდ ხელნაკეთ ხალიჩაზე, ნახონ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ჭაღი და აღფრთოვანდნენ ფატიმიდური, მამლუქებისა და ოსმალეთის არქიტექტურული სტილის შერწყმით, რომლებიც წარმოადგენს სამ განსხვავებულ ისლამურ დინასტიას
• გამგზავრება დუბაიში და დაბინავება სასტუმროში, დასვენება
• Global Village-მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა ერთ სივრცეში. აქ შეგიძლია ერთი ნაბიჯით აფრიკაში აღმოჩნდე, შემდეგ აზიის ქუჩებში ისეირნო ან ევროპული ქვეყნების სამზარეულო დააგემოვნო.
დღე 3.
• საუზმე სასტუმროში
• Palm jumeirah - პირველი ხელოვნური კუნძული მსოფლიოში. პალმის ფორმის კუნძული, წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე დიდ ხელოვნურ კუნძულს, რომელიც გაშენებულია დუბაის სანაპიროზე, გაერთიანებულ არაბულ ემირატებში.
თანამედროვე მსოფლიოში პალმის ფორმის ულამაზესი კუნძულები მსოფლიოს მერვე საოცრებადაა მიჩნეული. ავდივართ 52-ე სართულზე, ულამაზესი ხედის სანახავად-Palm view observatory
• Dubai Marina - ულამაზესი დასახლება ახალ დუბაიში, გამორჩეული სანაპიროთი, თავისუფალი დრო სანაპიროზე.
• 3 საათიანი იახტის ტური სპარსეთის ყურეში, კრუიზის განმავლობაში გვექნება დრო ცურვისთვის, ასევე მოვინახულებთ ბურჯ ალ არაბს, პალმ ჯუმეირას და ატლანტის ჰოტელს და ულამაზეს ღამის ხედებს დუბაიზე ზღვის მხრიდან.
• ბურჯ ხალიფა, მიმდებარე ნაწილში განთავსებულია შოპინგ მოლი, ყვავილების ბაღები, ხელოვნური ტბები, მუსიკალური შადრევნები, დუბაის ცათამბჯენები.
ბურჯ ხალიფას 124-ე სართულზე განთავსებულია შუშის ვერანდა, საიდანაც შეგიძლიათ დატკბეთ დუბაის ხედებით. (ასვლის საფასური სართულიდან გამომდინარე)
დღე 4
• საუზმე სასტუმროში
• Dubai Miracle Garden, სასწაულების ბაღი-ყვავილების ბაღია, რომელიც დუბაი ლენდის უბანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროში მდებარეობს.
2013 წელს ვალენტინობა დღეს გაიხსნა. იგი მოიცავს 72,000 მ² ტერიტორიას, რომელიც 45 მილიონზე მეტ ყვავილს მოიცავს. ყვავილები ისეა დარგული, რომ მათ სხვადასხვა ორნამენტების ფორმა აქვთ მიღებული.
დუბაის ეს ბაღი უნიკალური იმითაც არის, რომ ის პირდაპირ უდაბნოშია აშენებული.
• საფარის უდაბნოს ტური, ჯიპებით გავემგზავრებით შუაგულ უდაბნოში. უდაბნოს ტური მოიცავს:
ჯიპ-ტურს უდაბნოში , აქლემებით გასეირნებას, ბედუინების კარავში სტუმრობას, არაბული ცეკვების საღამოს და ცეცხლოვან შოუს, არაბული კერძების და ტკბილეულის დაგემოვნებას, ტატუს მოხატვას და კიდევ ბევრ მხიარულ აქტივობას მხიარულ ბედუინებთან ერთად!
დღე 5
• საუზმე სასტუმროში
• მომავლის მუზეუმი, არქიტექტურული საოცრება, რომელიც მსოფლიოს 14 ყველაზე ლამაზი მუზეუმიდან ერთ-ერთია.
ვინც მუზეუმს ეწვევა, მას სამეცნიერო ექსპერმიენტული ტური ელის, რომელიც ისეთ სიახლეებს გვიჩვენებს, რომლებიც 2071 წლამდე შეიქმნება. სწორედ 2071 წელს აღნიშნავს არაბთა გაერთიანებული საამიროები თავისი დაარსების ასი წლის იუბილეს.(ბილეთები იჯავშნება წინასწარ,თანხის ჩარიცხვით)
• Sky Observatory-53-ე სართულიდან ულამაზესი ხედები ბურჯ ხალიფაზე და დუბაიზე, სრიალი და სეირნობა გამჭვირვალე შუშაზე
• Wings of Mexico(მექსიკური ფრთები), ადგილი ულამაზესი ფოტოსესიისთვის
• საღამოს წასვლა აეროპორტში, მზადება ფრენისთვის
• 18:45 საათი, ფრენა აბუ-დაბიდან ლარნაკის მიმართულებით
• 21:40 საათი (ადგილობრივი დროით), ჩაფრენა ლარნაკაში
დღე 6.
• 06:35 საათი ფრენა ლარნაკიდან ქუთაისის მიმართულებით
• 10:40 საათი (ადგილობრივი დროით), ჩაფრენა ქუთაისში
💰 ღირებულება — 1590₾
✅ ღირებულებაში შედის:
✈️ ორმხრივი ავიაბილეთები ქუთაისიდან (სულ 4 ფრენა)
🧳 10 კგ ხელბარგი
🏨 4⭐️ სასტუმრო დუბაიში — 2 და 3-ადგილიანი ნომრები, აუზი, სპა, საუნა და სრული კომფორტი
🏨 3⭐️ სასტუმრო ლარნაკაში
🥐 დილის საუზმე — 3 საუზმე
🛡️ სამოგზაურო დაზღვევა
🇬🇪 ქართულენოვანი გამყოლი/გიდი
🏙️ ქალაქის მოსაკრებელი (City Tax)
❌ ღირებულებაში არ შედის:
🍽️ დანარჩენი კვება (გარდა საუზმისა)
🚌 მთელი ტურის მანძილზე ავტობუსით გადაადგილება — 120$
🚌 ლარნაკაში ავტობუსით გადაადგილება - 15-20€
🏜️ საფარის უდაბნოს ჯიპ-ტური — 70$
🛥️ იახტის 3 საათიანი ტური — 35$
🌆 Sky Observatory — 25$
🌴 Palm View Observatory — 30$
🌺 Miracle Garden — 27$
🔮 Museum of the Future — 44$
🎡 Global Village — 9$
📩 ადგილები შეზღუდულია!
დასაჯავშნად ან დეტალური ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ პირადში ან დაგვიკავშირდით:
📞 595 41 22 35 — მარიამი
📞 599 41 08 35 — ბაკური
Advertisement

Event venue

Dubai,UAE, United Arab Emirates

Tickets
Concerts, fests, parties, meetups — all the happenings, one place.

Discover more events by tag

Ask AI if this event suits you

Keep the plans coming

More events in Dubai

DUBAI

Thu, 10 Dec at 10:00 am Dubai, United Arab Emirates

Dubai is happening.

See everything else that’s on — concerts, markets, comedy and more.