#StayHappening
Sat Dec 12 2026 at 11:00 am to 05:30 pm UTC+04:00

გაცნობიერებული მენეჯმენტი

  • Terminal Abashidze str. 34 · Tbilisi
David Bolkvadze - Coaching & Training Publisher / Host David Bolkvadze - Coaching & Training
Share
\u10d2\u10d0\u10ea\u10dc\u10dd\u10d1\u10d8\u10d4\u10e0\u10d4\u10d1\u10e3\u10da\u10d8 \u10db\u10d4\u10dc\u10d4\u10ef\u10db\u10d4\u10dc\u10e2\u10d8
Advertisement
გაცნობიერებული მენეჯმენტი
ტრენინგი მენეჯერებისთვის, რომლებმაც უკვე იციან მართვის ტექნიკები
თქვენ იცით, როგორ მისცეთ უკუკავშირი. იცით, როგორ მიიღოთ გადაწყვეტილებები. იცით, როგორ წარადგინოთ ეფექტური პრეზენტაცია.
მაშინ, რატომ გადადებთ ხოლმე ამა თუ იმ საუბარს მუდმივად? რატომ განიხილავთ ერთსა და იმავე გადაწყვეტილებას სამჯერ? რატომ წყვეტთ მოსმენას იმ წამსვე, როგორც კი ვინმე წინააღმდეგობას გიწევთ?
პრობლემა, როგორც წესი, ცოდნის ნაკლებობაში არ არის. მთავარი ისაა, თუ რა ხდება ამ დროს თქვენ შიგნით: მღელვარება რთული საუბრის წინ, შეცდომის დაშვების შიში ან გაღიზიანება, რომელიც შეხვედრისას გიპყრობთ. მენეჯმენტის ტრენინგების უმეტესობა ამ ფაქტორებს უგულებელყოფს. ეს პროგრამა კი სწორედ ამაზეა აგებული.
როგორ მიმდინარეობს პროცესი:
• 30-წუთიანი ინდივიდუალური შეხვედრა ტრენინგამდე. ჩვენ ერთად გამოვავლენთ იმ ერთ კონკრეტულ გამოწვევას, რომლის წინაშეც ახლა დგახართ.
• 1 სრული, ინტენსიური სამუშაო დღე. გაცნობიერებულობის (mindfulness) პრაქტიკული ინსტრუმენტები გადაწყვეტილების მიღების, რთული საუბრებისა და სტრესულ გარემოში მოსმენისთვის. დღის მეორე ნახევარში უშუალოდ საკუთარ გამოწვევაზე იმუშავებთ.
• ორი ონლაინ ჯგუფური (Follow-up) შეხვედრა დეკემბერსა და იანვარში. განვიხილავთ, რა სცადეთ, რა შეიცვალა და რა პროგრესი გაქვთ თქვენი გამოწვევის დაძლევის გზაზე.
ტრენინგის შემდეგ თქვენ გექნებათ:
• ხელშესახები პროგრესი იმ გამოწვევასთან მიმართებით, რომლითაც მოხვედით (გაიზომება საწყისი დიაგნოსტიკის ეტაპიდან).
• უნარი, აიღოთ მოკლე პაუზა რეაგირებამდე, გადაწყვეტილების მიღებამდე ან საუბრის დაწყებამდე.
• უნარი, შიში, გაღიზიანება თუ არიდება აღიქვათ უბრალოდ ინფორმაციად და აღარ მისცეთ მათ თქვენი მართვის საშუალება.
• კონკრეტული სამოქმედო გეგმა იმ საუბრისთვის ან გადაწყვეტილებისთვის, რომელსაც აქამდე მუდმივად დებდით.
ეს არის გაცნობიერებულობა, როგორც მენეჯერული უნარი: ფოკუსირებული ყურადღება და თვითრეგულაცია და არა უბრალოდ რელაქსაცია.
ვისთვისაა განკუთვნილი: გუნდის ლიდერებისა და შუა რგოლის მენეჯერებისთვის
თარიღი: შაბათი, 12 დეკემბერი, 10:30–17:30
ლოკაცია: ტერმინალი აბაშიძე, თბილისი
ენა: ქართული
ჯგუფი: 10–12 მონაწილე
ფასი: 600 ლარი. წინასწარი რეგისტრაციით (Early bird): 510 ლარი (13 ნოემბრამდე რეგისტრაციის შემთხვევაში).
ღირებულება მოიცავს: ერთ ინდივიდუალურ შეხვედრას, სრულდღიან ტრენინგს, ლანჩსა და ორ ჯგუფურ ონლაინ follow up შეხვედრას.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 26 ნოემბერი
გსურთ თქვენი კომპანიიდან რამდენიმე მონაწილის გამოგზავნა? დამიკავშირდით და დეტალები ინდივიდუალურად განვიხილოთ.
ტრენერი: დავით ბოლქვაძე, ICF ACC ქოუჩი და ტრენერი, მენეჯმენტსა და საკონსულტაციო სფეროში 20 წელზე მეტი გამოცდილებით.
რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ფორმა:
https://forms.gle/16udzCdGYyiz9cEAA

📧 [email protected]
📞 +995 599 903880

Advertisement

Event venue

Terminal Abashidze str. 34, ირაკლი აბაშიძის ქუჩა 34, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Tickets
Concerts, fests, parties, meetups — all the happenings, one place.

Discover more events by tag

Ask AI if this event suits you

Keep the plans coming

More events in Tbilisi

CREATOR CONNECT

Sat, 12 Dec at 02:00 pm Ashendi Trade Center • აშენდი სავაჭრო ცენტრი

Tbilisi is happening.

See everything else that’s on — concerts, markets, comedy and more.