Advertisement
„გაყიდვების ასოციაციის“ წლის შემაჯამებელი ღონისძიება, რომელიც 9 დეკემბერს Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში გაიმართება.🔜9 დეკემბერს ბიზნესგამოფენა ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობას მისცემს, ფართო აუდიტორიას გააცნონ საკუთარი ბიზნესი, წარადგინონ თავიანთი პროდუქცია და მომსახურება, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, დაამყარონ ახალი ბიზნესკავშირები და განავითარონ პარტნიორული ურთიერთობები.
👥ღონისძიებაზე მოწვეულნი იქნებიან სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები. გამოფენას 3,000-მდე სტუმარი დაესწრება კორპორატიული სეგმენტიდან, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ 55-მდე კომპანიის გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და გააფართოვონ საკუთარი სანაცნობო ქსელი.
🆕გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ კომპანიები ისეთი სფეროებიდან, როგორებიცაა: სამშენებლო-დეველოპერული, საფინანსო, IT და ტექნოლოგიები, სტამბა-სარეკლამო, აგრარული, ლოგისტიკა-გადაზიდვები, საინჟინრო, ჰორეკა და სხვა.
❗️ღონისძიებაზე დასასწრებად სავალდებულოა რეგისტრაცია
https://forms.gle/wpCtkBcr4qbGfCM19
Advertisement
Event venue
Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace, Sheraton Grand-Tbilisi Metechi Palace, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Tickets