Advertisement
Dedicace Gallery ინვაირომენთალის ფარგლებში მოქმედი სახელოვნებო რეზიდენცია გიწვევთ ღია კარის დღეზე. სახელოვნებო რეზიდენცია ოთხ მხატვარს აერთიანებს, რომლებიც საერთო სივრცეში საკუთარ შემოქმედებით იდეებს, ინდივიდუალურ მხატვრულ ენასა და ვიზუალურ კვლევებს ავითარებენ. რეზიდენცია წარმოადგენს სივრცეს ექსპერიმენტისთვის, ახალი იდეების ფორმირებისა და თანამედროვე ხელოვნების პროცესის გასაზიარებლად.
ღია კარის დღე სტუმრებს შესაძლებლობას მისცემს, გაეცნონ რეზიდენციის სივრცეში შექმნილ ნამუშევრებს, დაათვალიერონ სამუშაო გარემო და უშუალოდ შეიგრძნონ ის შემოქმედებითი პროცესი, რომელიც ხელოვნების საბოლოო შედეგის მიღმა დგას.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ასევე დამოუკიდებელი არტისტის, ზურა შეყელაშვილის ობიექტები, რომლებიც სტუმრებს თანამედროვე ხელოვნების განსხვავებულ მხატვრულ ხედვასა და ფორმებთან შეხვედრის შესაძლებლობას შესთავაზებს.
მისამართი: ლეონიძის ქუჩა №1
დრო: 19:00 საათი
Dédicace Gallery Environmental invites you to an Open Studio Day.
The residency brings together four artists who develop their creative ideas, individual artistic languages, and visual explorations within a shared space. It serves as a platform for experimentation, the development of new ideas, and the exchange of contemporary artistic practices.
The Open Studio Day offers visitors an opportunity to discover artworks created within the residency, explore the artists’ working environment, and experience firsthand the creative processes that unfold beyond the finished works of art.
The event will also feature objects by independent artist Zurab Shekelashvili, inviting visitors to engage with diverse artistic perspectives and forms of contemporary art.
Address: 1 Leonidze Street
Time: 19:00
Advertisement
Event venue
თარხნიშვილის 25, Tbilisi, Georgia
Tickets