Advertisement
💫 მზად ხართ დროში მოგზაურობისთვის?🎭 ახალი წლის ღამე "ეთნოგრაფში" სხვადასხვა დროსა და ეპოქაში მოგზაურობის თავბრუდამხვევ კარნავალად ჩავიფიქრეთ!
🏛️ საახალწლო თავგადასავალი საქართველოს ისტორიის უძველეს ეპოქებთან გამოხმაურებით დაიწყება, რასაც ოქროს ხანის გახსენება და თამარ მეფის ეპოქისთვის სახასიათო დიდებული ეპიზოდი მოჰყვება. სტუმრები ქართული ტრადიციული ცეკვებისა და სხვადასხვა კუთხის ისტორიული სამოსის წარმოდგენით ისიამოვნებენ.
🎬 საქართველოდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასა და მათთვის გამორჩეულ ეპოქებში გადავინაცვლებთ. სამეფო კარის ბალ-მასკარადი, ვენეციური კარნავალის იდუმალება, პარიზული ბოჰემა თუ გასული საუკუნის ჰოლივუდური ელეგანტურობა - ერთ გრანდიოზულ, თეატრალიზებულ საახალწლო დღესასწაულად იქცევა.
🪩 თუმცა, ამ საღამოს სტუმარი, მხოლოდ მაყურებელი არ იქნება - თქვენ თავად გახდებით ჩვენი საახალწლო მოგზაურობის მონაწილე დროსა და ეპოქებში. არჩევანი შეუზღუდავია - იქნებ სამეფო დიდებულება გხიბლავთ, ან მითოლოგიური გმირების და ქალღმერთების მაგია, იქნებ დისკოს ეპოქის ჰოლივუდური ბრწყინვალება გიტაცებთ. აირჩიეთ პერსონაჟი, აჩვენეთ საკუთარი თავი და აიხდინეთ ოცნება ახალი წლის ღამეს!
🏆 რადგან "ეთნოგრაფში" კიდევ ერთი გამოწვევა გელოდებათ! თუკი ყველაზე უფრო ორიგინალურ და შთამბეჭდავ კოსტიუმს შეარჩევთ, იქნებ კარნავალის გათამაშების გამარჯვებული სწორედ თქვენ გახდეთ!
🌙 მხოლოდ ერთი ღამით, მაშინ როცა ოცნებები ხდება - მოირგეთ თქვენი პერსონაჟი, გადაინაცვლეთ სასურველ ეპოქაში და შემოგვიერთდით ღამეს, სადაც დროის საზღვრები ქრება და ახალი წელი ნამდვილ ზღაპრად იქცევა.
🕚 22:30 - სტუმრების მიღება
🕚 23:30 - საღამოს ოფიციალური გახსნა
🎟 საახალწლო კარნავალზე ბილეთები შეზღუდულია, გაყიდვა კი დაიწყო!
🍷 ბილეთი მოიცავს: სრულყოფილ საახალწლო ვახშამსა და სასმელს - თეთრი, წითელი, ცქრიალა ღვინითა და არყით.
📞 დასაჯავშნად და დეტალებისთვის დაგვიკავშირდით: 505 05 06 58
Advertisement
Event venue
105 Akaki Beliashvili Street, 0159 Tbilisi, Georgia, აკაკი ბელიაშვილის ქუჩა 97, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Tickets
Discover more events by tag
Carnivals in TbilisiParties in TbilisiHistory in TbilisiPerformances in TbilisiTheatre in TbilisiEntertainment in TbilisiNew-year in Tbilisi