#StayHappening
Sat, 07 Nov, 2026 at 09:00 am UTC+04:00

MNM International Congress of Obesity and Metabolic Health 2026.

  • Courtyard by Marriott Tbilisi · Tbilisi
MNM \u2022 Georgian Society for Metabolic and Nutritional Medicine Publisher / Host MNM • Georgian Society for Metabolic and Nutritional Medicine
Share
MNM International Congress of Obesity and Metabolic Health 2026.
Advertisement
📢 რეგისტრაცია დაიწყო!
საქართველოს მეტაბოლური და ნუტრიციული მედიცინის საზოგადოება, მსოფლიოს სიმსუქნის ფედერაციის World Obesity Federation-ის ოფიციალური წევრი, გიწვევთ საერთაშორისო კონგრესზე:
MNM International Congress on Obesity and Metabolic Health 2026
თანამედროვე მულტიდისციპლინური მიდგომები სიმსუქნისა და მასთან ასოცირებული დაავადებების მართვაში
კონგრესის ძირითადი სამეცნიერო მიმართულებებია:
🔹 სიმსუქნის თანამედროვე დიაგნოსტიკა -სხეულის შემადგენლობა, ვისცერული ცხიმი და სარკოპენიული სიმსუქნე.
🔹 ჭარბი წონის ენდოკრინული, გენეტიკური, მედიკამენტებით და კვებითი ქცევის დარღვევებით ინდუცირებული მიზეზები
🔹 ბავშვთა და მოზარდთა სიმსუქნის ადრეული გამოვლენა და თანამედროვე მართვა;
🔹 პრედიაბეტისა და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის პრევენციისა და მკურნალობის ახალი მიდგომები ჭარბწონიან პაციენტებში.
🔹 როგორ შევამციროთ კარდიოვასკულური რისკები სიმსუქნის დროს?
🔹 ღვიძლის მეტაბოლური დაავადება, ძილის აპნოე და რესპირატორული გართულებები;
🔹 რეპროდუქციული ჯანმრთელობა;
🔹 სიმსუქნესთან დაკავშირებული ონკოლოგიური რისკები - ახალი მტკიცებულებები;
🔹 პერსონალიზებული კვება, ფიზიკური აქტივობა და ქცევითი თერაპია;
🔹 სიმსუქნის ფარმაკოთერაპიის უახლესი შესაძლებლობები;
🔹 ბარიატრიული და მეტაბოლური ქირურგია - პაციენტის შერჩევა და წინასაოპერაციო შეფასება, პოსტოპერაციული ნუტრიციული და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, მიკრონუტრიენტული დეფიციტებისა და გართულებების პრევენცია, გრძელვადიანი მონიტორინგი;
🔹 რთული კლინიკური შემთხვევები მულტიდისციპლინური გადაწყვეტილებები.
სიამაყით გაცნობებთ, რომ კონგრესის სამეცნიერო პროგრამაში მომხსენებლებად მოწვეული არიან მაღალი პროფესიული, კლინიკური და აკადემიური გამოცდილების მქონე გამორჩეული სპეციალისტები სხვადასხვა სამედიცინო მიმართულებიდან, მათ შორის - ენდოკრინოლოგიის, კარდიოლოგიის, შინაგანი მედიცინის, ფსიქოლოგიის, ფსიქიატრიის, ნუტრიციოლოგიის, რეპროდუქციული მედიცინის, ბარიატრიული და მეტაბოლური ქირურგიის სფეროებიდან.
ღონისძიების დეტალები:
📅 7 ნოემბერი, 2026 წელი
🏨 Courtyard by Marriott Tbilisi
📍 თავისუფლების მოედანი 4, თბილისი
რეგისტრაციის ბმული:
🔗 https://forms.gle/KB9DZAV8VhdE36Br9
⚠️ ყურადღება: ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
რეგისტრაცია დადასტურებულად ჩაითვლება რეგისტრაციის ფორმის შევსებისა და მონაწილეობის საფასურის გადახდის შემდეგ.
🎓 მიმდინარეობს კონგრესის უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამად აკრედიტაციისთვის საჭირო პროცედურების მომზადება.
კონგრესის დეტალური პროგრამა, მოწვეული სპიკერების შესახებ ინფორმაცია და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები ეტაპობრივად გამოქვეყნდება.
შემოგვიერთდით კონგრესზე, სადაც თანამედროვე სამეცნიერო ცოდნა, კლინიკური გამოცდილება და მულტიდისციპლინური თანამშრომლობა ერთიანდება უკეთესი მეტაბოლური ჯანმრთელობისთვის!
რეგისტრაციის საფასური:
ადრეული რეგისტრაციის საფასური - 100 ლარი
რეზიდენტი/სტუდენტი –80 ლარი.
გადახდის ინსტრუქცია
საბანკო რეკვიზიტები
მიმღები: საქართველოს მეტაბოლური და ნუტრიციული მედიცინის საზოგადოება
ბანკი: "სს. თი ბი სი ბანკი"
IBAN: GE82TB7580836020100007
დანიშნულებაში მიუთითეთ:
სახელი, გვარი, სტატუსი
რეგისტრაცია დადასტურებულად ჩაითვლება მხოლოდ საფასურის გადახდის შემდეგ.
გადახდის დამადასტურებელი ქვითარი გთხოვთ გამოაგზავნოთ:
[email protected]
#MNM2026 #ObesityCongress #MetabolicHealth #ObesityMedicine #MultidisciplinaryCare #MNMGeorgia #BariatricSurgery
Advertisement

Event venue

Courtyard by Marriott Tbilisi, 4 Freedom Square,Tbilisi, Georgia

Tickets
Concerts, fests, parties, meetups — all the happenings, one place.

Ask AI if this event suits you

Keep the plans coming

More events in Tbilisi

Tbilisi is happening.

See everything else that’s on — concerts, markets, comedy and more.