Advertisement
18, 19 აპრილი ⚜️ლაშა ბუღაძის პიესა ,,ხილვა"
რეჟისორი - სალომე ჯოგლიძე
მხატვარი - ქეთევან ნადიბაიძე
კომპოზიტორი - ანა ზაქარეიშვილი
მონაწილეობენ: დავით ბეშიტაიშვილი, ბაია დვალიშვილი, სალომე მაისაშვილი, ბაია კერესელიძე, ლუკა ჯაფარიძე
„ხილვა“ ანტიკური ტრაგედიის, ევრიპიდეს „იფიგენია ავლისში“ რეცეფციაა. სპექტაკლი ასახავს საზოგადოებას კრიზისულ მდგომარეობაში, სადაც ომის საფრთხე, პოლიტიკური არასტაბილურობა და სოციალური შიში ქმნის გარემოს, რომელშიც რაციონალური აზროვნება თანდათან თმობს პოზიციებს და ტრანსცენდენტურ ძალას ემორჩილება.
„ხილვა“ შეგნებულად უარს ამბობს კლასიკური ტრაგედიის პათოსზე. ტექსტის იუმორი და ერთი შეხედვით ცინიკური ტონი ქმნის მწარე თვითირონიულ სივრცეს, სადაც ტრაგიკული გამოცდილება აღარ განიცდება როგორც კათარზისის წყარო. სპექტაკლი იკვლევს ანტიკური ტრაგედიის არქეტიპულ მოდელსა და მის თანამედროვე, დეფორმირებულ ანარეკლს. თანამედროვე პერსონაჟები, ანტიკურ მოდელთან კავშირს ინარჩუნებენ სწორედ ამ კავშირის დარღვევის გზით.სპექტაკლი წარმოადგენს კრიტიკულ დაკვირვებას იმ მომენტზე, როდესაც საზოგადოება მზად არის დაუჯერებლის დასაჯერებლად და მიუღებლის მისაღებად — იმ ზღვარს სადაც თვითგადარჩენის ინსტინქტით დაბრმავებული იმართება შიშით, რწმენითა და პროპაგანდისტული მანქანის საშუალებით. „ხილვა“ არ გაძლევს მარტივ პასუხებს. ის გაყურებინებს სარკეში – როგორც მოქალაქეს, როგორც მშობელს, როგორც ადამიანს.
_____________
პროექტის მხარდამჭერია - სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური, Dressup.ge
Advertisement
Event Venue
ათონელის 31, 0105 Tbilisi, Georgia, ათონელის ქუჩა 31, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Tickets
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.










