Advertisement
მეორე ადამიანის სურვილი შემთხვევით არ ქრება. ის გადაინაცვლებს, იცავს, იკუმშება ან ძლიერდება სხეულში.გეპატიჟებით გამოცდილებით ვორქშოფზე, სადაც ვნახავთ:
• როგორ ცხოვრობს სექსუალობა სხეულში და როგორ აყალიბებს ინტიმურობას მიჯაჭვულობების ისტორია და განსხეულებული რელაციური პატერნები.
• რატომ ფერმკრთალდება სურვილი გრძელვადიან ურთიერთობებში?
• რატომ იკავებს აღფრთოვანება/აგზნების ადგილს შფოთვა?
• ხანდახან რატომ განიცდება სიახლოვე სხეულში დაუცველობად?
დღის განმავლობაში გავარჩევთ მიზიდულობის, ჩაკეტვის, სირცხვილის, ეროტიული მუხტისა და დაცვის პატერნების სომატურ საფუძვლებს. ასევე, ვისწავლით, როგორ ამოვიცნოთ სექსუალური დაცვები, განსხეულებული საზღვრები და ინტიმურობის დინამიკა ინდივიდებსა და წყვილებში.
კლინიკურ მაგალითებსა და საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით აითვისებთ თერაპიაში სექსუალურ თემებთან უსაფრთხოდ და თავდაჯერებულად მუშაობის კონკრეტულ ტექნიკებს.
ვნახავთ, როგორ შეიძლება გარდავქმნათ სექსუალური დისტანცია ემოციურ თანაყოფნად, ვიტალურობად და განსხეულებულ კავშირად.
ვორქშოფი განკუვნილია ფსიქოთერაპევტებისთვის, ფსიქოლოგებისთვის, სტუდენტებისა და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის, ვისაც სექსუალობისადმი სიღრმისეული, სენსიტიური და კლინიკური სიცხადით მიდგომა აინტერესებს.
დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს https://forms.gle/s9QhJYAaeDz1B6fa7
Advertisement
Event Venue
გალაკტიონ ტაბიძის 3/5, 0108 Tbilisi, Georgia, Tbilisi, Georgia
Tickets
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.











