Advertisement
Geo/Eng🏛️ ICOMOS საქართველო გიწვევთ 18 აპრილის - ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად.
2026 წლის 18 აპრილის თემა ცოცხალი მემკვიდრეობაა. ეს დღე მიეძღვნება რთული და დაჩქარებული კატასტროფებისა და კონფლიქტების გამო რისკის ქვეშ მყოფი ცოცხალი მემკვიდრეობის დაცვისათვის გადადგმული ნაბიჯების მხარდაჭერას.
🌄 ამ დღის აღსანიშნავად ICOMOS საქართველო მასპინძლობს გამოფენას “დიდი ლიახვის ხეობის ტრადიციები - სოფელი კეხვი”, რომელიც წარმოაჩენს ოკუპირებული ტერიტორიების არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას.
გამოფენასთან ერთად, მოეწყობა დევნილთა თემთან მუშაობის ფარგლებში მომზადებული ვიდეო ჩანახატების ჩვენება.
გამოფენა და ვიდეო ჩანახატები ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტისა და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრის ურთიერთთანამშრომლობის შედეგია და მიზნად ისახავს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, კერძოდ, დიდი ლიახვის ხეობის სოფელ კეხვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კვლევის შედეგების წარდგენას.
გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტო და ტექსტუალური მასალა დამთვალიერებელს მისცემს საშუალებას გაეცნოს სოფელ კეხვის მდიდარ მემკვიდრეობას, მის წარსულს, დღევანდელ რეალობას და მოისმინოს კეხველების სიტყვებით მოთხრობილი ისტორიები სოფლის ცხოვრებისა და ტრადიციების შესახებ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე და მის შემდგომ.
გამოფენა მოძრავია, მისი ნახვა შესაძლებელი იყო გორში, შაუმიანისა და კოდის დევნილთა დასახლებებში.
გამოფენა გაიმართება 18 აპრილს, 16:00 საათზე, მემკვიდრეობის რესურსების ცენტრში, მისამართი: მეფე სოლომონ ბრძენის ქუჩა, #33, თბილისი.
კონტაქტი: 597555691
🏛️ ICOMOS Georgia invites you to celebrate 18 April - the International Day for Monuments and Sites.
The theme for 18 April 2026 is Living Heritage. This day will be dedicated to supporting efforts to protect living heritage at risk due to complex and accelerated disasters and conflicts.
🌄 To mark the day, ICOMOS Georgia is hosting the exhibition “Traditions of the Great Liakhvi Valley- Village Kekhvi”, which showcases the intangible cultural heritage of the occupied territories.
The exhibition will be accompanied by a screening of videos prepared as part of the work with the displaced community.
The exhibition is the result of cooperation between the Georgian National Committee of the Blue Shield and the Center for the Protection of Historical-Cultural Heritage and aims to present the results of the ethnographic research of the intangible cultural heritage of the occupied Tskhinvali region, in particular, the village of Kekhvi in the Didi Liakhvi Valley.
The photos and texts presented at the exhibition will allow the visitor to learn about the rich cultural heritage of the village of Kekhvi, its past and present, and to listen to the stories told by the people of Kekhvi about the life and traditions of the village before and after the 2008 Russia-Georgia war.
The exhibition is mobile and was available for viewing in Gori, Shaumiani and Koda IDP settlements.
The exhibition will be held on April 18, at 4:00 PM, at the Heritage Resource Center, address: Mepe Solomon Brdzeni Street, #33, Tbilisi.
Contact: 597555601
Advertisement
Event Venue
მემკვიდრეობის რესურსების ცენტრი • Heritage Resource Centre, მეტეხის შესახვევი 32, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Tickets
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.










