Advertisement
დაიწყო მიღება ფსიქოკონსულტირების სასწავლო მასპეციალიზირებელ პროგრამაზე.პროგრამა განკუთვნილია პროფესიონალი ფსიქოლოგებისთვის, რომელთაც სურთ ფსიქოკონსულტირებაში სპეციალიზაცია და კვალიფიკაციის ამაღლება.
სწავლება მოიცავს თეორიული და პრაქტიკული ნაწილების სინთეზს და მიზნად ისახავს მოამზადოს მონაწილეები პრაქტიკული საქმიანობისთვის ფსიქოკონსულტანტირების მიმართულებით.
სწავლების მეთოდები:
- ინტერაქციული ლექციები
- რეალური ქეისების ანალიზი (Case-study)
- დისკუსია
- ჯგუფური მუშაობა
- ლიტერატურასთან მუშაობა
პროგრამა ორიენტირებულია მონაწილეს გადასცეს:
- ფსიქოკონსულტირების პრაქტიკული უნარები
- ფსიქოკონსულტირების თეორიული საფუძვლების სიღრმისეული გააზრება
- კომუნიკაციის მოსმენის და სტრატეგიული ინტერვენციის მექანიზმები
- პროფესიული თავდაჯერებულობა და ეთიკური პრაქტიკის უნარ-ჩვევები
პროგრამის კომპონენტები:
- ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოკონსულტირების თავისებურებები
- ოჯახთან ფსიქოლოგიური კონსულტირების თავისებურებები
- ფსიქოკონსულტირება სტრესის და ტრავმის დროს
- ფსიქოპსთოლოგია იდენტიფიცირება და მუშაობა მულტიდისციპლინურ გუნდთან
- პიროვნების განვითარება და ასაკობრივი კანონზომირებები, ხანდაზმულებთან მუშაობა
- პროცესის წარმოების ეთიკური და სამართლებრივი ჩარჩო
პროგრამას უძღვებიან:
ნანა გოგიჩაშვილი
ეკატერინე დარსანია
მარიამ გოჩაძე
თამარ მერაბიშვილი
ნინო კობახიძე
პროგრამის საფასური:
✅️პროგრამის სრული ღირებულებაა 5040 ლარი.
სრული ღირებულება გადანაწილებულია 12 თვეზე, შესაბამისად, თითოეული თვის გადასახადია 420 ლარი.
✅️საშეღავათო პირობები:
პროგრამაზე ინდივიდუალურად 28 თებერვლამდე რეგისტრაციის შემთხვევაში კურსის ღირებულებაზე ვრცელდება ფასდაკლება და სრული კურსის ღირებულებაა 4080 ლარი 5040 ლარის ნაცვლად.
კურსის ღირებულება გადანაწილებულია 12 თვეზე, შესაბამისად, თითოეული თვის გადასახადია 340 ლარი.
✅️პროგრამის ღირებულების ერთიანი გადახდის შემთხვევაში პროგრამის ღირებულებაა 4500 ლარი 5040 ლარის ნაცვლად.
✅️მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტებისთვის პროგრამის ღრებულებაზე ვრცელდება 15%-იანი ფასდაკლება და თითოეული თვის გადასახადია 360 ლარი.
‼️რეგისტრაციის ბოლო ვადაა 13 აპრილი.
✅️სააპლიკაციო ღირებულებაა 80 ლარი რომელიც პროგრამაზე სწავლის დაწყების შემთხვევაში გამოაკლდება პირველი თვის გადასახადს.
რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში ღირებულება უკან არ ბრუნდება.
რეგისტრაციისთვის შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://tinyurl.com/mtm5aar5
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 551 115 909
[email protected]
Advertisement
Event Venue
ჩუბინაშვილის 50, Tbilisi, Georgia
Tickets
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.






