Advertisement
📣 აზროვნების აკადემიაში მიმდინარეობს რეგისტრაცია მსოფლიო ლიტერატურის კურსის მეორე მოდულზე - „კულტურა და ლიტერატურა"🧐 კურსის ფასეულობა
იმისათვის, რომ ინდივიდმა საკუთარი თავი და ცხოვრება შეიმეცნოს, სამყაროსადმი კითხვის დამსმელი უნდა იყოს. კითხვის დასმის რეფლექსს კი მხოლოდ იმგვარი ხელოვნების მიმართულებები გვიღვივებენ, რომლებიც ცხოვრებასა და ადამიანის შინაგან სამყაროს აირეკლავენ. ლიტერატურა სწორედ ის ხელოვნების დარგია, რომელიც ინდივიდს აძლევს შესაძლებლობას დაიბრუნოს თვითრეფლექსიის უნარი, რომელიც სამყაროსა და საკუთარი თავის შემეცნებაში დაეხმარება.
📚 კურსის აღწერა
კულტურა და ლიტერატურა, ეს ორი განუყოფელი ცნება, ადამიანის სულის ყველაზე ღრმა და მრავალფეროვან გამოხატულებას წარმოადგენს. კულტურა არის ერის სულიერი და მატერიალური ღირებულებების ერთობლიობა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და განსაზღვრავს მის იდენტობას. ლიტერატურა კი, როგორც ხელოვნების უმაღლესი ფორმა, ამ კულტურის სარკეა, რომელიც ასახავს მის ისტორიას, ღირებულებებსა და ცნობიერებას.
მსოფლიო ლიტერატურის კურსის ამ მოდულზე ჩვენ გავაზიარებთ სხვადასხვა ეპოქისა და ხალხის კულტურულ და ლიტერატურულ კონცეფციებს. გავეცნობით იმ ლიტერატურულ ტექსტებს, რომლებმაც მრავალმხრივ განსაზღვრა ამა თუ იმ დროისა და სივრცის საზოგადოების კულტურა და მათი კულტურული იდენტობა. აღნიშნული კურსის ფარგლებში სიღრმისეულად იქნება გაანალიზებული კულტურისა და ლიტერატურის მიმართების საკითხები იაპონური ლიტერატურიდან გერმანულ რომანტიზმამდე.
🎓 კურსის ლექტორები:
თათია მემარნიშვილი, ზაალ ჩხეიძე, ლევან გიგინეიშვილი, ნინო ქავთარაძე, ანა ქირია.
კურსის დეტალები:
📅 დაწყების თარიღი - 16 აპრილი
📅 შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ, ხუთშაბათს 20:00 საათზე
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2 საათი
💻 კურსზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
🔖სრული მოდულის ღირებულება - 285₾
🔖 სტუდენტებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება.
იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
✅ რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://cutt.ly/Krol48mf
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
Advertisement
Event Venue
თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო, თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Tickets
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.





