Advertisement
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით ტარდება პროექტი „შეხვედრა თეო ფიროსმანაშვილთან“ 🥊
⚪️ შეხვედრა გაიმართება ინტერაქციული ფორმატით, რაც სტუდენტებს საშუალებას მისცემს არა მხოლოდ მოისმინონ საინტერესო გამოცდილება, არამედ აქტიურად ჩაერთონ დისკუსიაში. მოწვეული სტუმარი, თეო ფიროსმანაშვილი, საკუთარ კარიერულ გზაზე ისაუბრებს, გაუზიარებს სტუდენტებს სპორტში მიღწეული წარმატებებისა და გადალახული სირთულეების შესახებ გამოცდილებას.
💬 შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა:
* სპორტში მოტივაციის შენარჩუნება;
* მიზნების დასახვა და მათი მიღწევის სტრატეგიები;
* პროფესიული და პირადი ცხოვრების ბალანსი;
* გამოწვევები, რომლებიც ახალგაზრდებს; სპორტულ კარიერაში ხვდებათ.
✨ მონაწილეებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, პირდაპირ დაუსვან კითხვები სტუმარს, მიიღონ პრაქტიკული რჩევები და შთაგონება საკუთარი მიზნების მისაღწევად.
📢 დასწრება თავისუფალია!
🗒️ თარიღი: 23 აპრილი
⏰ დრო: 14:00
📍 ადგილი: I კორპუსი, 216-ე აუდიტორია
არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, შეხვდეთ წარმატებულ სპორტსმენს და მიიღოთ მოტივაცია ახალი მიღწევებისთვის! 🥊✨
Advertisement
Event Venue
Chavchavadze Ave. #1, Tbilisi, Georgia
Tickets
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.











