Advertisement
23 აპრილს 14:30 საათზე თბილისის წიგნის ბაზრობის ფარგლებში გაიმართება ჩვენი ახალი თარგმანის, ბრიანა უისტის "მთა ხარ შენ" პრეზენტაცია. 📓 ეს წიგნი თვითსაბოტაჟზეა.
❔ რატომ ვაფერხებთ საკუთარ თავს მაშინ, როცა ყველაზე მეტად წარმატება გვინდა? რამ გვაქცია საკუთარი მიზნების ყველაზე დიდ დაბრკოლებად?
✍ ბრიანა უისტი ამ ფენომენის ფარულ მიზეზებს ხსნის და გვასწავლის, როგორ შევწყვიტოთ საკუთარი თავის წინააღმდეგ მოქმედება. ღრმა ემოციური ხედვის, ფსიქოლოგიური ანალიზისა და პრაქტიკული რჩევების წყალობით, მკითხველი აღმოაჩენს, როგორ შეიძლება იქცეს შიშები, ჩვევები და შემზღუდავი რწმენები იმ „მთებად“, რომლებიც პიროვნული ზრდის გზაზე გვეღობება.
ეს არის გზამკვლევი ყველასთვის, ვინც მზად არის გათავისუფლდეს დამანგრეველი ქცევებისგან, აღმოაჩინოს თავისი პოტენციალი და შექმნას საკუთარი თავის უფრო ძლიერი, სრულყოფილი ვერსია.
რადგან საბოლოოდ, ყველაზე დიდი მთა, რომელიც უნდა გადალახო, შენ თვითონ ხარ
წარმდგენები:
⭕️ მთარგმნელი: მაია სიგუა
⭕️ ანა არველაძე, ფსიქოლოგი, უზნაძის მაღალ-შედეგიანობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დამფუძნებელი.
გელოდებით, 23 აპრილს, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში.
Advertisement
Event Venue
Expo Georgia ექსპო ჯორჯია, მოდენა, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Tickets
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.











