Advertisement
💡25 მარტს აზროვნების აკადემიაში იწყება HR და ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტ, ნინო ოხანაშვილის საკონსულტაციო ტრენინგ-კურსი▫️კურსის ფორმატი და შინაარსი
👉 კურსი აერთიანებს თეორიულ ცოდნას, პრაქტიკულ ინსტრუმენტებსა და რეალურ ბიზნეს ქეისებს. მონაწილეები გაეცნობიან მართვის თანამედროვე მოდელებს, მათ შორის მზა და ადაპტირებად მეთოდებს, რომლებიც შესაძლებელია საკუთარ ორგანიზაციაში დანერგონ.
▫️სასწავლო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა მონაწილეთა კონკრეტული გამოწვევების განხილვასა და გადაჭრას:
▫️კურსის ფარგლებში შესაძლებელი იქნება შეხვედრამდე გაგზავნოთ თქვენთვის სასურველი ქეისი ლექტორთან ან შეხვედრის მეორე ნაწილში წამოჭრათ მიმდინარე პრობლემა, ამ საკითხებზე კი პროცესში შემოგთავაზებთ პრაქტიკულ, რეალისტურ და თქვენი ორგანიზაციის სპეციფიკაზე მორგებულ შესაძლო გადაწყვეტის გზებს.
სურვილის შემთხვევაში, ქეისის განხილვა შესაძლებელია კომპანიის დასახელების გარეშე, რაც უზრუნველყოფს კონფიდენციალურობას და უსაფრთხო სამუშაო გარემოს, სადაც მონაწილეებს შეუძლიათ ღიად ისაუბრონ საკუთარ გამოწვევებზე და მიიღონ პროფესიული მხარდაჭერა.
👇 კურსი განკუთვნილია:
◽კომპანიის დამფუძნებლებისთვის;
◽აღმასრულებელი დირექტორებისა და ტოპ მენეჯერებისთვის;
◽ბიზნეს ხაზისა და ფუნქციური მიმართულების ხელმძღვანელებისთვის;
◽სწრაფად მზარდი ან რეორგანიზაციის ეტაპზე მყოფი კომპანიების ლიდერებისთვის;
◽მენეჯერებისთვის, რომლებიც სურთ HR დაუკავშირონ ბიზნესის სტრატეგიასა და შედეგებს;
◽ლიდერებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავენ გაზომვად, სამართლიან და ეფექტიან მართვის სისტემების ჩამოყალიბებას.
▫️ კურსი მიზნად ისახავს:
• მონაწილეები უკეთ გაერკვნენ HR-ის, როგორც სტრატეგიული ფუნქციის პოტენციურ სარგებელში;
• გადაჭრან ამ მიმართულებით არსებული მიმდინარე გამოწვევები;
• ჩამოაყალიბონ მართვის ხედვა და სწორი დაკვეთა;
• გაიაზრონ რა და როგორ შეუძლიათ გაზომონ, რომ შეეძლოთ უკეთესი მართვა;
• დააკავშირონ ადამიანი კომპანიის წარმატებასთან და გაიაზრონ, რა სისტემების არსებობა ეხმარება ამ კავშირის უწყვეტობას და ეფექტურობას.
📅 კურსის დასაწყისი: 25 მარტი (6 შეხვედრა)
🕒 შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ ყოველ ოთხშაბათს 19:30 საათზე
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
🔖მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია (15-18 მონაწილე)
🔖კურსის ღირებულება - 1300₾
📌 კურსზე დასწრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადგილზე
📃კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
✅ რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://cutt.ly/2tWl6ZOY
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
Advertisement
Event Venue
თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო, თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Tickets
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.









