Advertisement
🔹 2026 წლის 25-26 მარტს გაიმართება დავით წერედიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება და სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია.🔹 ღონისძიება დაიწყება 25 მარტს, 12:00 საათზე, თსუ-ს მუზეუმში, სადაც მოწვეული სტუმრები გაიხსენებენ დავით წერედიანის პიროვნებასა და მის შემოქმედებას. ასევე, ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა საგამოფენო სივრცე, სადაც წარმოდგენილი იქნება დავით წერედიანის პირადი ნივთები, ხელნაწერები, ფოტოსურათები, სტუდენტთა ნახატები და სხვ.
🔹 ხოლო 14:00 საათზე ჩვენი სტუდენტების მონაწილეობით დაიდგმება მცირე ინსცენირება სახელწოდებით „ვკითხულობთ დავით წერედიანის შემოქმედებას”.
🔹 მეორე დღეს, 26 მარტს, გაიმართება ფილოლოგთა კლუბის პირველი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ასევე ეძღვნება დავით წერედიანის ხსოვნას.
🔹 ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია!
Advertisement
Event Venue
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, Tbilisi, Georgia
Tickets
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.









