Advertisement
💡 აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები თემაზე: „საკუთარ თავთან კომუნიკაცია: კრიტიკა თუ მხარდაჭერა?", რომელსაც ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ირინე ტაბუციძე წარუძღვება.➡️ ადამიანები უშვებენ შეცდომებს, გადიან კრიზისულ პერიოდებს, მარცხდებიან და დგებიან ფეხზე. ხშირად ჩვენი განვითარების გზა სწორედ ასეთია. ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა ამ დროს ასე ჟღერს: როდესაც რაღაც არ გამოგვდის, როგორ ველაპარაკებით საკუთარ თავს? ვაკრიტიკებთ? ვადანაშაულებთ? თუ ადვილად ვპოულობთ მხარდაჭერას?
➡️ შეხვედრაზე ერთად აღმოვაჩენთ, როგორ მოქმედებს შინაგანი ხმა ჩვენს გადაწყვეტილებებზე, ემოციურ მდგომარეობასა და განვითარების სისწრაფეზე. ვნახოთ, როგორ შეგვიძლია შიდა კრიტიკა გადავაქციოთ ცნობიერ, ზრდაზე ორიენტირებულ დიალოგად.
ჩვენი შეხვედრა ეფუძნება ორი ძალიან საინტერესო ავტორის მიდგომას ერიკ ბერნის „ტრანსაქციურ ანალიზს“ და რობერტ დილთსის „ნეიროლოგიკური დონეების პირამიდას“.
➡️ ერთად გავარკვიოთ, როგორ ქცევის სტრატეგიებს ვფლობთ, „სად დევს“ ჩვენი პრობლემა და როგორ შეიძლება გამოსავლის პოვნა ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე აქამდე აკეთებდით.
📅 შეხვედრის თარიღი: 25 მარტი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
🔖 დასწრების საფასური: 40₾
🔖 სტუდენტებისათვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ სტუდენტური ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ „საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
📍მისამართი: თინა იოსებიძის #57
🔗 რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://cutt.ly/utEq4pAq
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
Advertisement
Event Venue
თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო, თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Tickets
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.






