პილატეს რეფორმერის მასტერკლასი ეკატერინა სმირნოვასთან ერთად

Fri, 27 Mar, 2026 at 10:00 am to Sun, 29 Mar, 2026 at 05:00 pm UTC+04:00

I. Chavchavadze Ave. 11a, 0179 Tbilisi, Georgia | Tbilisi

Fit Gallery
Publisher/HostFit Gallery
\u10de\u10d8\u10da\u10d0\u10e2\u10d4\u10e1 \u10e0\u10d4\u10e4\u10dd\u10e0\u10db\u10d4\u10e0\u10d8\u10e1 \u10db\u10d0\u10e1\u10e2\u10d4\u10e0\u10d9\u10da\u10d0\u10e1\u10d8 \u10d4\u10d9\u10d0\u10e2\u10d4\u10e0\u10d8\u10dc\u10d0 \u10e1\u10db\u10d8\u10e0\u10dc\u10dd\u10d5\u10d0\u10e1\u10d7\u10d0\u10dc \u10d4\u10e0\u10d7\u10d0\u10d3
Advertisement
🌟 პირველად საქართველოში ფიტ გალერიში გაქვთ შესაძლებლობა დაესწროთ პილატეს რეფორმერის 3-დღიან ინტენსიურ მასტერკლასს, რომელსაც გაუძღვება საერთაშორისო დონის პილატესის ექსპერტი ეკატერინა სმირნოვა.
👉🏼 რეფორმერი ჯოზეფ პილატესის მიერ შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ათლეტური აპარატია. დღეს რეფორმერზე ვარჯიში გლობალურ ტრენდად იქცა, მისი სრულყოფილად ფლობა კი თანამედროვე პილატეს ინსტრუქტორისთვის აუცილებელი პირობაა.
👉🏼 ეს სამდღიანი ინტენსიური კურსი სპეციალურად შეიქმნა იმ პროფესიონალებისთვის, რომელთაც სურთ საკუთარი პრაქტიკის გაღრმავება, გამოცდილების გაფართოება და კლიენტებთან კიდევ უფრო ეფექტური და უსაფრთხო მუშაობა.
👩‍🏫 ეკატერინა სმირნოვა არის:
🔹 Second Generation Pilates Teacher.
🔹 Legacy™️ | International Presenter & Examiner.
🔹 საერთაშორისო დონის მასწავლებელი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ამზადებს ინსტრუქტორებს.
🔹 პილატეს სტუდიების მფლობელი უკრაინასა და კანადაში
🔹 იგი სწავლობდა და მუშაობს ლოლიტა სან მიგელის მეთოდოლოგიის მიხედვით — ლოლიტა სან მიგელი კი თავის მხრივ არის ჯოზეფ პილატესის უშუალო მოსწავლე და თანამედროვე პილატესის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა მსოფლიოში.
👉🏼 ეკატერინა წლებია ამზადებს პილატეს ინსტრუქტორებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და მისი სემინარები გამოირჩევა:
✔ ღრმა მეთოდოლოგიით და უნიკალური ცოდნით.
✔ ანატომიური და ბიომექანიკური ანალიზით.
✔ პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლებით.
✔ ინდივიდუალური მიდგომით თითოეულ მონაწილესთან.
👉🏼 მასტერკლასი განკუთვნილია:
✔ მოქმედი პილატეს ინსტრუქტორებისთვის.
✔ Reformer-ზე მომუშავე მწვრთნელებისთვის.
✔ მათთვის, ვისაც უკვე აქვს საბაზისო პროფესიული გამოცდილება.
✔ ტრენერებისთვის, რომელთაც სურთ ცოდნის გაღრმავება და კვალიფიკაციის ამაღლება.
❗ კურსი არ არის დამწყებთათვის.
❗ აუცილებელია პილატესის საბაზისო განათლება.
💡 რას ისწავლით 3 დღის განმავლობაში?
🔹 რეფორმერის სწორად გამართვას სხეულის სხვადასხვა ტიპისა და მიზნისთვის.
🔹 გაეცნობით რეფორმერის სრულ პროგრამას და ისწავლით, როგორ მოარგოთ ის თითოეულ მოვარჯიშეს ინდივიდუალურად, პრაქტიკული სავარჯიშოებით და მაგალითებით.
🔹 გონივრული და თანმიმდევრული პროგრამის შედგენას, სადაც ყოველი მომდევნო სავარჯიშო ლოგიკურად ეფუძნება წინას და ემსახურება კონკრეტულ მიზანს.
🔹 უსაფრთხო და ეფექტური პროგრესიის აგებას.
🔹 სავარჯიშო პროგრამის ლოგიკას და სტრუქტურას.
🔹 მთელი მასტერკლასის განმავლობაში იქნება ინტენსიური პრაქტიკული მუშაობა, რაც თქვენს თეორიულ ცოდნას რეალურ გამოცდილებად აქცევს.
მასტერკლასის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სერტიფიკატს.
ჩვენი მთავარი მიზანია საქართველოში პილატეს ინსტრუქტორებს შევუქმნათ ზრდისა და პროფესიული განვითარების რეალური შესაძლებლობა, სწორედ ამ მიზნით ხელმისაწვდომი ფასი შევქმენით.
დარჩენილი ადგილების რაოდენობის შემცირების შესაბამისად, ფასი ეტაპობრივად გაიზრდება.
🎟 ღირებულება
🏷 ამ ეტაპზე — 350 €
⏳ ბოლო 5 ადგილი — 400 €
🔥 ბოლო 2 ადგილი — 500 €
👉🏼 მასტერკლასის განრიგი:
🔹 თარიღი: 27, 28 და 29 მარტი
🔹 დრო: 10:00 - 17:00 სთ
🔹 შესვენება: 1 საათი.
👉🏼 მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
🔹 მასტერკლასს დაესწრება მხოლოდ 25-28 მონაწილე.
🔹 ადგილების რაოდენობა მკაცრად შეზღუდულია.
🔹 ამ მომენტისთვის დარჩენილია მხოლოდ 10 ადგილი.
📩 რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ შეტყობინების სახით.
Advertisement

Event Venue

I. Chavchavadze Ave. 11a, 0179 Tbilisi, Georgia, ა. ჭავჭავაძის ქუჩა 17, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Tickets

Icon
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.

Ask AI if this event suits you:

More Events in Tbilisi

Building Business Bridges - Business Networking Forum
Fri, 27 Mar at 07:00 pm Building Business Bridges - Business Networking Forum

Biltmore Hotel Tbilisi

Antonio Vivaldi: Four Seasons by candlelight. Mystery Ensemble
Fri, 27 Mar at 08:00 pm Antonio Vivaldi: Four Seasons by candlelight. Mystery Ensemble

ვახტანგ სალარიძის საკონცერტო დარბაზი • Vakhtang Salaridze Concert Hall

AI in Education - Workshop for Educators
Sat, 28 Mar at 10:30 am AI in Education - Workshop for Educators

3 Nino Ramishvili Street, 0186 Tbilisi, Georgia

\u10d8\u10dc\u10e2\u10d4\u10d2\u10e0\u10d8\u10e0\u10d4\u10d1\u10e3\u10da\u10d8 \u10e4\u10e1\u10d8\u10e5\u10dd\u10d7\u10d4\u10e0\u10d0\u10de\u10d8\u10d8\u10e1 \u10d4\u10d5\u10e0\u10dd\u10de\u10e3\u10da\u10d8 \u10de\u10e0\u10dd\u10d2\u10e0\u10d0\u10db\u10d0
Sat, 28 Mar at 12:00 pm ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული პროგრამა

ჩუბინაშვილის 50, 0179 Tbilisi, Georgia

Encrypt the Mempool! EIP-8105 | ETH Tbilisi 2.0
Sat, 28 Mar at 07:00 pm Encrypt the Mempool! EIP-8105 | ETH Tbilisi 2.0

Terminal Abashidze str. 34

90\u2019s FESTIVAL With Arash
Sat, 28 Mar at 08:00 pm 90’s FESTIVAL With Arash

District 4

Tbilisi is Happening!

Never miss your favorite happenings again!

Explore Tbilisi Events