Advertisement
22 მაისს 18:30 საათზე ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი წარმოგიდგენთ საჯარო შეხვედრას - ლექცია ირაკლი ფარჯიანის შესახებ, რომელიც მიმდინარე გამოფენის ფარგლებში გაიმართება. 22 მაისს ირაკლი
ფარჯიანს 76 წელი შეუსრულდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან ახალგაზრდა - 41 წლის ასაკში გარდაიცვალა, მხატვარმა მდიდარი მემკვიდრეობა დატოვა. ირაკლი ფარჯიანის ყველაზე მასშტაბური კოლექცია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მუდმივმოქმედ დარბაზსა და ფონდშია დაცული.
ლექცია ირაკლი ფარჯიანის ფიგურის შესახებ მის დაბადების დღეზე მუზეუმის დროებით საგამოფენო დარბაზში გაიმართება, სადაც მისი გამოფენა “იდუმალი სხივია” წარმოდგენილი.
გამოფენა თანამედროვე ქართულ სახვით ხელოვნებაში უმნიშვნელოვანესი არტისტის მრავალშრიან შემოქმედებას წარმოაჩენს. კონსტანტინე ბოლქვაძის საკურატორო თხრობა აგებულია ფარჯიანის ერთგვარ ვიზუალურ თარგმანზე, სადაც მკაფიოდ იკვეთება ფარჯიანის აქტუალობა ჩვენს თანამედროვეობაში. დროებითი გამოფენა მაისის ბოლომდე გრძელდება.
სპიკერები:
ხელოვნებათმცოდნე და კურატორი - კონსტანტინე ბოლქვაძე,
სტუმარი - ირაკლი ფარჯიანის მეუღლე, გერმანისტი და მთარგმნელი - ასმათ ფარჯიანი,
ლექციას გაუძღვება მოდერატორი - მუზეუმის კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ნინია ახვლედიანი.
მისამართი: რუსთაველის გამზირი N7
დასწრება თავისუფალია.
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე:
591 68 00 00
Advertisement
Event Venue
7 Rustaveli Ave, 0108 Tbilisi, Georgia, შოთა რუსთაველის გამზირი 7, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Tickets
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.











