Advertisement
ფსიქოთერაპია წყვილებთან: კლინიკური ინსტრუმენტები და საერთაშორისო გამოცდილება საქართველოში🇬🇧ლინდა ოსბორნის (დიდი ბრიტანეთი) სამდღიანი საერთაშორისო სემინარი
წყვილებთან მუშაობა ფსიქოთერაპევტისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა. როგორ დავეხმაროთ პარტნიორებს, როდესაც მათი განსხვავებულობა ურთიერთობის კრიზისის მიზეზი ხდება?
„კავკასიის გეშტალტთერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტი“ გთავაზობთ შესაძლებლობას, აიმაღლოთ კლინიკური კომპეტენცია და დაეუფლოთ წყვილებთან მუშაობის ბრიტანულ სტანდარტებს.
🎯 თემები, რომელსაც გავივლით:
- კლინიკური მდგრადობა:
ისწავლით თერაპიული ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას მაღალი კონფლიქტურობის მქონე წყვილებთან.
- დიაგნოსტიკური ხედვა: შეძლებთ წყვილის ურთიერთობაში „შერწყმისა“ და „დიფერენციაციის“ პროცესების იდენტიფიცირებას და მათ მართვას.
- მუშაობის ეფექტურობა: დაეუფლებით ტექნიკებს, რომლებიც ეხმარება წყვილს ურთიერთობის „გაყინული“ პატერნების გაცნობიერებასა და ტრანსფორმაციაში.
გაეცნობით BACP-ისა და Metanoia Institute-ის საერთაშორისო ეთიკურ სტანდარტებს.
🎙️ ექსპერტის შესახებ
ლინდა ოსბორნი (Linda Osborne, UK) Metanoia Institute-ის ლექტორი, საერთაშორისო ტრენერი და სუპერვიზორი. ლინდას მრავალწლიანი გამოცდილება UKCP-ის ტრენინგ სტანდარტების კომიტეტში გარანტიას იძლევა, რომ მიიღებთ უმაღლესი ხარისხის, აკადემიურად დასაბუთებულ ცოდნას.
📍 ორგანიზაციული დეტალები:
თარიღი:22, 23, 24 მაისი
ლოკაცია: - ლადო ასათიანის ქ. N14ა, თბილისი
ფორმატი: თეორიული, პრაქტიკული და კლინიკური სამუშაოები (10:00 – 18:00)
ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილია პროფესიული თარგმანი)
💳 ღირებულება:
550 ევრო
გეშტალტთერაპიის საბაზისო პროგრამოს სტუდენტებისთვი - 450 ევრო
ჯგუფური მუშაობისა და თითოეული მონაწილის ჩართულობისთვის, ადგილების რაოდენობა მკაცრად შეზღუდულია - 18 ადამიანამდე.
📩 რეგისტრაცია:
დეტალური ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ინსტიტუტის ფეისბუქ გვერდის მესენჯერში.
გახდით საერთაშორისო დონის, პროფესიული გამოცდილების ნაწილი!
Advertisement
Event Venue
Lado Asatiani Street, 14A, Тбилиси, Грузия, ლადო ასათიანი ქუჩა 14ა, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Tickets
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.






