Advertisement
,,საქართველოს ბილიკებზე" 27 აპრილს, კვირას გთავაზობთ ერთ დღიან ულამაზეს ტურს სამეგრელოში, კოლხეთის ეროვნულ პარკში. „პალიასტომი - ფიჩორი“ - 3 საათიანი გასეირნება პანტონით. ე.წ. ქართული ამაზონი.
🚙 მარშრუტკა გამოვა რუსთავიდანაც. საღამოს ისევ დაგაბრუნებთ რუსთავში.
1. კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი
2. პალიასტომის ტბა
3. საქართველოს ამაზონად წოდებული მდინარე ფიჩორსა და
პალიასტომის ტბაზე სამ საათიანი გასეირნება პანტონით.
4. ფოთის საკათედრო ტაძარი
5. ფოთის შუქურა
6. გასეირნება შავი ზღვის სანაპიროზე
👣 ფეხით სასიარულო 0 კმ. ანუ ფეხით სასიარულო არ გვაქვს.
✔ ტურის ღირებულება: 85 ლარი
ტურის ღირებულებაში შედის:
🚶 გამყოლი
🚣 პალიასტომის ტბაზე და მდინარე ფიჩორზე პონტონით სამ საათიანი გასეირნება
🚐 მგზავრობა კომფორტილი მიკროავტობუსით (20 ადგილიანი მარშუტკა)
📸 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).
⛈️🌪️ ძლიერი წვიმის ან ძლიერი ქარის შემთხვევაში ტური გადაიდება.
⏰ ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:40 სთ-დან. გავდივართ 7:00 სთ-ზე. (გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).
🏃♀️ გამყოლს აქვს უფლება, საჭირობისამებრ გადაანაცვლოს სანახავი ადგილები ანუ მიმდევრობა შეუცვალოს. ეს იმას არ ნიშნავს რომ რაიმეს გამოვტოვებთ, ყველაფერს განახებთ რაც ტურში გვიწერია ( გარდა იმ შემთხვევისა თუ სადმე გზა გაფუჭდა ან შეიქმნა ფორსმაჟორული სიტუაცია და ა.შ. ). როცა ყოჩაღი ჯგუფია დამტებით ვნახულობთ კიდევ რამეს.
ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში 💻 ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
📞 555407650 ანი
VIBER / WhatsApp - 555407650
instagram: saqartvelosbilikebze
🍔 კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
✔ დილით გავჩერდებით მაღაზიასთან.
რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:
1. ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი. 🍔
2. პირადი აფთიაქი
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი 👟 წინდა 🧦 საწვიმარი ან ქოლგა ☔, კეპი
4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს 👟🚶♂️
🔊 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა. ჩარიცხვის შემდეგ გთხოვთ შეინახოთ ქვითარი.
⚠️ ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.
თუ გამოუვალი მდგომარეობაა და შეგვატყობინებთ რამოდენიმე დღით ადრე, თანხა დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ჩანაცვლება მოხდება სხვა მსურველით.
🔊 ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
💺 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ
🍺 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
🥂 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება მგზავრობისას, ლაშქრობისას, ტურის მიმდინარეობისას. ძალიან მცირე რაოდენობით შესაძლებელია მხოლოდ ტურის ბოლოს პიკნიკის დროს (როცა ტურზე მითითებული ყველა ძეგლი ნანახი გვაქვს და ტრანსპორტთან ვართ). თუ ვინმე არ დაემორჩილება ამ წესს, მეორედ აღარ დაიშვებიან ჩვენს ტურზე.
⚠️ როდესაც, ტური სალაშქრო არის და არ ხართ დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში, გთხოვთ ნუ ჩაგვწერებით. ასევე ლაშქრობისას ატარეთ ისეთი ჩანთა, რასაც თავად მოერევით. სხვების იმედად ნუ წამოიღებთ მძიმე ჩანთებს.
⌚არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს. დამალვა და ტელეფონზე ორგანზატორის ზარის უგულვებელყოფა 📲 (მაინც დამელოდებიან, უჩემოდ ხომ არ წავლენ ) და ა.შ. ურჩი მონაწილეები მეორედ აღარ დაიშვებიან ტურზე.
🚸 როდესაც მოგვყავს მეგობრები წინასწარ ვუხსნით ტურის წესებს
🚯 არ ვყრით ნაგავს
🚭 არ ვეწევით მიკროავტობუსში
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.
p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
საქართველოს ბილიკებზე, Republic 24, გიორგი ახვლედიანის ქუჩა, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia