Advertisement
თბილისის სათავგადასავლო გარბენი ბრუნდება 2025 წლის ივენთით.გარბენი ტარდება 27 აპრილს და მასპინძლობს თავგადასავლების ყველა მაძიებელს, გამოცდილ, მოყვარულსა თუ დამწყებ მორბენლებს. განწყობისა და მომზადების დონის მიხედვით შეგიძლია აირჩიო სამი გარბენიდან ერთ-ერთი:
- თრეილი: 19 კმ | 900 მ | ლიმიტი 4 სთ
https://www.strava.com/routes/3057636103453645574
- სპრინტი: 12 კმ | 550 მ | ლიმიტი 3 სთ
https://www.strava.com/routes/3067765085644388624
- სათავგადასავლო გარბენი: 7 კმ | 300 მ | ლიმიტი 3 სთ
https://www.strava.com/routes/3067765418487357712
გარბენს ტრადიციულად თბილისის მერიის მიერ მარკირებულ ბილიკებზე გავყავართ. სწორედ თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება თბილისის სათავგადასავლო გარბენი, რომელსაც საქართველოს სამთო სირბილის ფედერაცია TRAILLAB-თან პარტნიორობით მართავს.
თბილისის სათავგადასავლო გარბენის საქართველოს საზღვრებს გარეთ პოპულარიზაციისთვის და სამთო სირბილის ენთუზიასტების გასახარად გარბენი სერტიფიცირებულია სამთო სირბილის საერთაშორისო ასოციაციის (ITRA) მიერ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ სრული დისტანციის ყველა ფინიშერი მიიღებს ITRA-ს ქულებს. გარბენი UTMB-ის საკვალიფიკაციოც არის.
დამატებითი განახლებული ინფორმაცია და გარბენის წესები გარბენის ვებ გვერდზეა: traillab.ge/tbilisi
Tbilisi Adventure Run is back with the 2025 event!
The trail race takes place on 27th of April and hosts all the adventurers, novice and experienced runners. The race offers 3 races:
- Fun Run: 7k | 300m | cut-off 4 hrs
https://www.strava.com/routes/3067765418487357712
- Sprint: 12k | 550m | cut-off 3 hrs
https://www.strava.com/routes/3067765085644388624
- Trail: 19k | 900m | cut-off 3 hrs
https://www.strava.com/routes/3057636103453645574
As usual Tbilisi Adventure Run follows the official hiking trail marked by Tbilisi City Hall. Tbilisi City Hall supports the race organized by the Georgian Mountain Running Federation in partnership with TRAILLAB.
The race is international, the International Trail Running Association (ITRA) certified, and UTMB qualifier.
Additional up to date information and race rules can be found on the race website: traillab.ge/tbilisi
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
Mtatsminda Park / მთაწმინდის პარკი, Lagidze, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Tickets