ქართველ ქალთა ტრადიციული მუსიკის მესამე ფესტივალი „ნანინა 2025“

Thu, 01 May, 2025 at 10:00 am to Fri, 02 May, 2025 at 08:00 pm UTC+04:00

ფოლკლორის ცენტრი • Folklore Centre | Tbilisi

Festival \
Publisher/HostFestival "Nanina"
\u10e5\u10d0\u10e0\u10d7\u10d5\u10d4\u10da \u10e5\u10d0\u10da\u10d7\u10d0 \u10e2\u10e0\u10d0\u10d3\u10d8\u10ea\u10d8\u10e3\u10da\u10d8 \u10db\u10e3\u10e1\u10d8\u10d9\u10d8\u10e1 \u10db\u10d4\u10e1\u10d0\u10db\u10d4 \u10e4\u10d4\u10e1\u10e2\u10d8\u10d5\u10d0\u10da\u10d8 \u201e\u10dc\u10d0\u10dc\u10d8\u10dc\u10d0 2025\u201c
Advertisement
✔️1-2 მაისს ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ეთნომუსიკოლოგთა შემოქმედებით ჯგუფ „ნანინას“ ორგანიზებითა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ქართველ ქალთა ტრადიციული მუსიკის მესამე ფესტივალი „ნანინა - 2025“ გაიმართება.
✔️ფესტივალის მიზანია ქალთა ტრადიციული მუსიკის ცნობადობის ამაღლება და პოპულარიზება, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შემორჩენილი ტრადიციების გამომზეურება, ქალთა რეპერტუარის ჟანრთა მულტიდისციპლინური კვლევის შედეგების დემონსტრირება.
✔️მესამე ფესტივალის თემაა „ქალთა შრომა - ტრადიცია, წეს-ჩვეულებები, მუსიკა“.
✔️ფესტივალი ოთხსეგმენტიანი იქნება და მოიცავს:
📌მულტიდისციპლინურ სამეცნიერო კონფერენციას, რომელშიც ეთნომუსიკოლოგები, ეთნოლოგები, ზეპირსიტყვიერებისა და გამოყენებითი ხელოვნების მკვლევრები, ქორეოლოგები, წარმოადგენენ ქართველ ქალთა შრომითი საქმიანობის სხვადასხვა სფეროს კვლევის შედეგებს სამეცნიერო ნაშრომების სახით.
📌საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შემორჩენილი ქალთა შრომის ნაირგვარ პროცესებთან დაკავშირებული ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული და მუსიკალური მასალის პრეზენტაციას ვიდეორგოლების სახით, რომლებსაც მოამზადებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის ქალთა ანსამბლები.
📌ფოლკლორულ კონცერტებს საქართველოს მასშტაბით არსებული ქალთა ანსამბლების მონაწილეობით, რომელთა მიერ ცოცხლად შესრულდება შესაბამისი თემატიკის სასიმღერო/საფერხულო ნიმუშები.
📌საქართველოს სხვადასხვა კუთხის ქალთა საქმიანობის ამსახველი ფოტომასალისა და ხელსაქმის ნიმუშების გამოფენას.
✔️ფესტივალის იდეის ავტორი და ინიციატორია ჯგუფ „ნანინას“ წევრი, ეთნომუსიკოლოგი მაია გელაშვილი. ორგანიზატორი და განმახორციელებელი: ეთნომუსიკოლოგთა შემოქმედებითი ჯგუფი „ნანინა“.
✔️ფესტივალის მხარდამჭერები: ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“, მეღვინეობა „შილდა“.
🕓ფესტივალის სამეცნიერო ნაწილი დაიწყება 10:00 საათზე.
🕓ფესტივალის საკონცერტო ნაწილი დაიწყება 18:00 საათზე.
Advertisement

Event Venue & Nearby Stays

ფოლკლორის ცენტრი • Folklore Centre, დავით აღმაშენებლის გამზირი 65, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Sharing is Caring:

More Events in Tbilisi

Wine Ambassadors 2025
Thu, 01 May, 2025 at 11:00 am Wine Ambassadors 2025

Wyndham Grand Tbilisi, 0111 Tbilisi, Georgia

3 \u10d3\u10e6\u10d8\u10d0\u10dc\u10d8 \u10e2\u10e3\u10e0\u10d8 \u10e2\u10d0\u10dd-\u10d9\u10da\u10d0\u10e0\u10ef\u10d4\u10d7\u10e8\u10d8
Fri, 02 May, 2025 at 06:00 am 3 დღიანი ტური ტაო-კლარჯეთში

თბილისი; რუსთაველის გამზ. 38, 0108 Tbilisi, Georgia

\u10e1\u10d4\u10e5\u10e1\u10e3\u10d0\u10da\u10dd\u10d1\u10d0\u10e1\u10d7\u10d0\u10dc \u10db\u10e3\u10e8\u10d0\u10dd\u10d1\u10d0 \u10d2\u10d4\u10e8\u10e2\u10d0\u10da\u10e2 \u10d7\u10d4\u10e0\u10d0\u10de\u10d8\u10d0\u10e8\u10d8
Fri, 02 May, 2025 at 10:00 am სექსუალობასთან მუშაობა გეშტალტ თერაპიაში

თბილისი, ღამბაშიძის 3

\u10db\u10d4\u10e4\u10d4 - \u10db\u10dd\u10d5\u10d8\u10d3\u10d0 \u10d3\u10e0\u10dd
Fri, 02 May, 2025 at 08:00 pm მეფე - მოვიდა დრო

ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი

Neurodegenerative Diseases: Quality of Life & Management
Sat, 03 May, 2025 at 08:30 am Neurodegenerative Diseases: Quality of Life & Management

Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace

Tbilisi is Happening!

Never miss your favorite happenings again!

Explore Tbilisi Events