Advertisement
მუსიკა, რომელიც დროს უსწრებს.,სიტყვები, რომლებიც სულში რჩება.
მოვიდა დრო, კვლავ ვიგრძნოთ ის, რაც მეფემ დაგვიტოვა!
2 მაისს, თბილისის საკონცერტო დარბაზში - SPARKS-ის ორგანიზებით - ლეგენდარული ქართველი მუსიკოსის - ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედებას, კიდევ ერთხელ გავაცოცხლებთ.
ქართული ალტერნატიული მუსიკის ლეგენდა ირაკლი ჩარკვიანი, მსმენელისთვის დღემდე განსაკუთრებით საყვარელი და ღირებული მუსიკოსია. მან მუსიკალური მოღვაწეობა 1976 წელს ჯგუფ "არიშთან" ერთად დაიწყო. ამის შემდეგ ის დადა დადიანთან, ბიჭიკო ოსიპოვთან და კახა კიკაბიძესთან ერთად ჯგუფი "ტაქსის" წევრი იყო, რომელმაც 1990-იან წლებში ქართველ მსმენელში საკმაო პოპულარობა მოიპოვა. 1990-იანი წლების დასაწყისში მუსიკოსი ასევე უკრავდა ჯგუფ "Children's Medicine"-ში, 1990-იანი წლების მიწურულს კი მონაწილეობდა პროექტ "Daira"-ში.
რაც დრო გადის, ირაკლი ჩარკვიანის მუსიკა კიდევ უფრო ღირებული ხდება და შეიძლება ითქვას, აქტუალურობას არასოდეს კარგავს. მისი დამსახურება ქართული მუსიკის და არა მარტო მუსიკის, არამედ მთლიანად თანამედროვე ქართული კულტურის წინაშე დიდია. ამას მსმენელი კარგად გრძნობს და შეიძლება ითქვას, „მეფე“ დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი მუსიკოსია, რომლის სიმღერებსაც ახალი თაობაც კარგად იცნობს და ზეპირად მღერის.
2 მაისს, არაჩვეულებრივ ქართველ მუსიკოსებთან ერთად, თბილისის საკონცერტო დარბაზში, ირაკლი ჩარკვიანის საოცარ შემოქმედებას, კიდევ ერთხელ გავიზიარებთ.
მონაწილეობენ:
ქეთათო
ნანა ჩარკვიანი
სტეფანე
ნინა სუბლატი
თორნიკე ყიფიანი
გუგა მაჭარაშვილი
Faniko
Asea sool
🎫 ბილეთის შეძენა: https://biletebi.ge/Pilarmonia/irakli-charkviani
------
19:00 - კარის გახსნა
20:00 - კონცერტის დასაწყისი
------
-
-
-
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი, Biblus - ბიბლუსი, პეტრე მელიქიშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Tickets