Advertisement
📣ოთხდღიანი ტრენინგი ფსიქოთერაპევტებისთვის 👤მინდია გაბიჩვაძე, ცნობილი ქართველი ფსიქოთერაპევტი და კლინიკური ფსიქოლოგი, ფეფერდაინის უნივერსიტეტის (USA) პროფესორი, Medens Health Georgia-ს დამფუძნებელი, 30 აპრილიდან - 3 მაისის ჩათვლით ჩაატარებს ინტენსიურ ტრენინგს - ტრავმის ნეირობიოლოგიურ მემკვიდრეობასთან მუშაობა.
🎯 ტრენინგის მიზანი
სასწავლო პროგრამა შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს ფსიქოთერაპევტებს ტრავმის ნეირობიოლოგიური ეფექტების გააზრებაში და ეფექტური თერაპიული ტექნიკების
შემუშავებაში. ტრენინგი მოიცავს თეორიულ ცოდნას, პრაქტიკულ სავარჯიშოებს და კლინიკურ მიდგომებს.
🔍 ძირითადი თემები:
✅ტრავმისა და ტვინზე მისი გავლენის გაგება;
✅ტრავმის მკურნალობის სამფაზიანი მოდელი;
✅ნეირობიოლოგიური რეგულირება და mindfulness-ის როლი;
✅დისოციაციის მკურნალობა და ტრავმულ მოგონებებთან მუშაობა;
✅მიჯაჭვულობის ტრავმისა და პიროვნების რთული სტრუქტურების მართვა;
👥 ვისთვის არის ეს ტრენინგი?
ტრენინგი განკუთვნილია კვალიფიცირებული ფსიქოთერაპევტებისთვის, ფსიქოკონსულტანტებისთვის და ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალებისთვის, რომლებიც მუშაობენ ტრავმული გამოცდილების მქონე ადამიანებთან.
🎓 ტრენინგის ავტორი და წამყვანი: დოქტორი მინდია გაბიჩვაძე - ფეფერდაინის უნივერსიტეტის პროფესორი, კლინიკური ფსიქოლოგი, Medens Health (USA) და Medens Health Georgia-ს დამფუძნებელი.
📅 თარიღები: 30 აპრილი, 1,2 და 3 მაისი
📍 ადგილი: ✅საქართველოს უნივერსიტეტი (30 აპრილი, 1 - 2 მაისი), 09:00 – 15:00 საათი,
✅კიკეთის ფერმა (3 მაისი), 10:00 – 22:00.
⭕ ტრენინგი ჩატარდება ქართულ ენაზე
⌛ ხანგრძლივობა: 24 საათი;
მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ შემდეგ ბმულზე:
https://docs.google.com/forms/d/110bBJcKpmbAVvXoRrexwqZX8bq60kAij7BowaK9IK34/edit
გთხოვთ, დარეგისტრირდეთ არაუგვიანეს 24 აპრილისა.
⭕მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია
ტრენინგი ტარდება Medens Health-ისა (USA) და Medens Health Georgia-ს ინიციატივით.
📣გაიცემა Medens Health-ისა (USA) და Medens Health Georgia-ს ერთობლივი სერთიფიკატი
✔️ტრენინგის სრული ღირებულება: 450 $-ის ექვივალენტი ლარში, გადახდის დღეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით.
🔷 ანგარიშის ნომერი - GE40TB7751036020100013
ღირებულებაში შედის:
➡️ ყავის შესვენება და ლანჩი 30 აპრილი, 1-2 მაისი საქართველოს უნივერსიტეტში.
➡️ყავის შესვენება, ლანჩი და საზეიმო ვახშამი (სერთიფიკატების გადაცემა) კიკეთის დარბაზში.
📞 დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ 591245555 ან მოგვწეროთ [email protected].
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
საქართველოს უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia