Advertisement
📣 აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის, „გურამ დოჩანაშვილის ცხოვრება და შემოქმედება" ფარგლებში გაიმართება შეხვედრა თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორ, მთარგმნელ და ფილოლოგ ზაალ ჩხეიძესთან.➡️ თემა - „რაც უფრო მახსოვს და მეტად მაგონდება"
გურამ დოჩანაშვილი - თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე თვითმყოფადი და ღრმა მოაზროვნე ავტორია, რომლის ტექსტებში იუმორი, ფილოსოფია და ადამიანური ყოფის საკითხები უნიკალურად ერწყმის ერთმანეთს.
მისი შემოქმედება გვასწავლის:
როგორ დავინახოთ ადამიანი ყოველდღიურობაში,
როგორ ვიფიქროთ თავისუფლებაზე, ღირსებაზე და პასუხისმგებლობაზე,
როგორ ვაქციოთ ლიტერატურა ცხოვრების ანარეკლად.
სწორედ ამ დიდი ქართველი მწერლის ავტობიოგრაფიულ რომანზე ვისაუბრებთ შეხვედრაზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობას იძენს ჩვენთვის, რადგან თავად გურამ დოჩანაშვილს არაერთი ლექცია აქვს ჩატარებული აზროვნების აკადემიის სივრცეში, სადაც მწერლის შემოქმედებაზე საუბრებს, მისადმი პატივისცემის ნიშნად კიდევ ერთხელ გავაჟღერებთ.
📅 შეხვედრის თარიღი: 7 აპრილი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
🔖 დასწრების საფასური: 30₾
🔖 სტუდენტებისათვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ სტუდენტური ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ „საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
📍მისამართი: თინა იოსებიძის #57
✅ რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://cutt.ly/EtRQxiaX
🔗 სრულ ციკლზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://cutt.ly/gtbizTI1
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
Advertisement
Event Venue
თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო, თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Tickets
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.





