Advertisement
💡 14 აპრილს აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები ფსიქოლოგ, კოგნიტურ-ბიჰევიორულ ფსიქოთერაპევტ ანა ღვინიანიძესთან თემაზე: „წარმოსახვის ფუნქციები"წარმოსახვა ადამიანის ფსიქიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია ის ქმნის სივრცეს, სადაც ადამიანი ამუშავებს გამოცდილებას, ემოციებსა და ურთიერთობებს. ამ ლექციაზე განვიხილავთ, რა როლი აქვს წარმოსახვას ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორ შეიძლება ის იქცეს როგორც შინაგან თავშესაფრად, ასევე ქცევის, გადაწყვეტილებებისა და მოქმედების ერთგვარ „სამზადისად“. საუბარი შეეხება იმასაც, თუ როგორ ეხმარება ან ზოგ შემთხვევაში როგორ ართულებს წარმოსახვითი პროცესები საკუთარ თავთან, სხვებთან და გარემოსთან კავშირის დამყარებას.
ლექციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა წარმოსახვის როლს ფსიქიკური მდგომარეობებისა და გარკვეული ფსიქოლოგიური სირთულეების კონტექსტში. ასევე განვიხილავთ თანამედროვე რეალობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემას, როგორ ურთიერთქმედებს ადამიანის წარმოსახვა ხელოვნურ ინტელექტთან და რა ახალ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს ქმნის ეს ურთიერთობა.
📅 შეხვედრის თარიღი: 14 აპრილი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
🔖 დასწრების საფასური: 50₾
🔖 სტუდენტებისათვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ სტუდენტური ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ „საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
📍მისამართი: თინა იოსებიძის #57
🔗 რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://cutt.ly/rtUgyrAO
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
Advertisement
Event Venue
თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო, თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Tickets
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.





