Advertisement
მაჰამუდრა ტიბეტური ბუდიზმის ტრადიციაში უმაღლეს სწავლებად ითვლება და ადამიანი საკუთარი გონების სრულ რეალიზაციამდე მიჰყავს.〰️ ამ სამი დღის განმავლობაში, ჩვენ გავეცნობით მაჰამუდრას მედიტაციის ერთ-ერთ ინსტრუქციას, რომელიც მე16 კარმაპასგან მოდის.
〰️ მაჰამუდრას მედიტაცია ორი ნაწილსგან შედგება : შინე და ლჰაქტონგი.
• შინე - ეს არის გონების დამშვიდების პრაქტიკა.
• ლჰაქტონგი- არის დამშვიდებულ გონებაში ანალიტიკური მედიტაცია, რომელსაც რეალობის ღრმა განჭვრეტამდე მივყავართ.
შეხვედრის [პირველ დღეს] ვისწავლით შინეს შესრულებას. [მეორე დღეს] ვისაუბრებთ ლჰაქტონგზე. ხოლო [მესამე დღე] დაეთმობა საერთო მედიტაცებს და მედიტაციის დროს გაჩენილი შეკითხვების გარჩევას, რომ სწორი ცოდნა ჩამოგვიყალიბდეს პრაქტიკის შესრულებასთან დაკავშირებით.
თარიღი/დრო:
•27 ნოემბერი 20:30
•29 ნოემბერი 20:30
•2 დეკემბერი 20:30
რეთრითი დაფუძნებულია დონაციებზე, ჩასაწერად მოგვწერეთ წინასწარ.
გელოდებით !🤺🌿🤹🏽♀️🦋🧘🏽
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
Lumos • ლუმოს (Sairme St. 71/ Inside Godziashvili Park /Tbilisi), Sairme St. 71/ Inside Godziashvili Park / საირმის ქ. 71 Tbilisi, Georgia,Tbilisi, Georgia