Advertisement
მაია ნაჭყებიას მონოგრაფიის პრეზენტაცია „ქარო, სად მისწვდე, მიიღე ამბავნი არ სამრუდენი…“ ქეთევან წამებული XVII-XVIII სს ქართულ და ევროპულ მწერლობასა და ისტორიულ წყაროებში
გაცნობებთ, რომ 2024 წლის 27 ნოემბერს, ოთხშაბათს, 14:00 საათზე, ლიტერატურის ინსტიტუტის სააქტო დარბაზში (კოსტავას # 5), შედგება მაია ნაჭყებიას მონოგრაფიის _ „ქარო, სად მისწვდე, მიიღე ამბავნი არ სამრუდენი…“ ქეთევან წამებული XVII-XVIII სს ქართულ და ევროპულ მწერლობასა და ისტორიულ წყაროებში" _ პრეზენტაცია. წიგნი გამოცემულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში (# SP-23-825).
მონოგრაფია წარმოადგენს შირაზში, 1624 წელს, ქეთევან დედოფლის მოწამებრივი აღსასრულიდან 400 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოცემას. ნაშრომში განხილული და გაანალიზებულია შემდეგი საკითხები:
ეპოქის ისტორიული მიმოხილვა: პოლიტიკური ვითარება საქართველოსა და ევროპაში; ბაროკოს ეპოქა ლიტერატურაში;
მონოგრაფიაში განხილული და გაანალიზებულია თეიმურაზ პირველის პოემა („წამება ქეთვან დედოფლისა“, 1628), ქეთევანისადმი მიძღვნილი ანდრეას გრიფიუსის („ქეთევან ქართველი..." , 1647) და სლოვაკი ავტორის („კატერინა ქართველთა დედოფალი...“ 1701) დრამატული ნაწარმოებების როგორც ლიტერატურათმცოდნეობითი პრობლემები, ისე წყაროთმცოდნეობითი საკითხები. განხილულია ქეთევან დედოფლის ფისტიკაური ‘ამას ვსტირ..“, როგორც ანბანთქების ჟანრის სათავე ამ პერიოდის ქართულ ლიტერატურაში;
ქეთევან წამებული, როგორც ბაროკოს ეპოქის მორალური გმირი ქართულ და ევროპულ ლიტერატურაში;
ქეთევან დედოფლის აღმსარებლობის საკითხი ევროპულ წყაროთა შუქზე: ქეთევანის კათოლიკური ეკლესიის წმინდანად შერაცხვის მცდელობასთან დაკავშირებული პერიპეტიები, პოლიტიკური მიზეზები და ისტორიული ფონი; ვატიკანის მიერ წმინდანთა კანონიზაციის იმდროინდელი იურიდიული პრაქტიკა;
ქეთევან წამებული XVIII საუკუნის ქართულ აგიოგრაფიულ მწერლობაში;
ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები და იკონოგრაფია;
ქეთევან წამებულის XIX - XIX საუკუნის ქართულ ლიტერატურაში.
დამსწრეებს გადაეცემათ წიგნის ეგზემპლარები
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
კოსტავას 5, შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, კოსტავას ქუჩა 3,5, თბილისი, საქართველო,Tbilisi, Georgia