Advertisement
მოხარულნი ვართ მოგიწვიოთ ICC საქართველოს კიბერუსაფრთხოების კომიტეტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე თემით"საუბრები კიბერუსაფრთხოებაზე", რომელიც შექმნილია ცნობიერების ამაღლებისა და ჩვენი უკეთ მომზადებისათვის კიბერუსაფრთხოების სფეროში.
შეხვედრის დეტალები:
თარიღი: 2024 წლის 28 ნოემბერი
დრო: 11:00am- 12:30pm
ადგილი: ICC საქართველოს ოფისი: პ. კაკაბაძის 3/29, მთაწმინდა
ენა: ქართული
ძირითადი საკითხები:
- კიბერსივრცეში არსებული საფრთხეები და მათგან დაცვის მექანიზმები;
- კიბერსაფრთხეების წარმოშობის წყაროები და სამართლებრივი ჩარჩო;
- პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობა.
- კითხვა-პასუხი
სპიკერები:
ვლადიმერ სვანაძე - საჯარო მმართველობის დოქტორი (კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა და მართვის სტრატეგია),კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი, საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC Georgia) "ციფრული ტრანსფორმაციისა და კიბერუსაფრთხოების კომიტეტის" თავმჯდომარე;
მაქსიმ იავიჩი - დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, კიბერუსაფრთხოების ცენტრის დირექტორი, სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის პრეზიდენტი.
გთხოვთ, დაადასტუროთ თქვენი დასწრება შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected] არაუგვიანეს 27 ნოემბრისა.
მოუთმენლად ველით თქვენს აქტიურ მონაწილეობას ამ მნიშვნელოვან დისკუსიაში.
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
3/29 Polikarpe Kakabadze St., 0105 Tbilisi, Georgia, პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩა 7, თბილისი, საქართველო,Tbilisi, Georgia