Advertisement
🎬 თსუ-ს სტუდენტური გაერთიანება „სხივი“ წარმოგიდგენთ კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტის მეორე სეზონს - „კინოკლუბი“.🎞️ გაინტერესებს კინო, როგორც ხელოვნება და კულტურული ფენომენი? მაშინ ეს პროექტი სწორედ შენთვისაა!
📽️ „კინოკლუბი“ აერთიანებს კინოს მოყვარულ სტუდენტებს და მათ სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას - გაეცნონ მსოფლიო და ქართული კინემატოგრაფიის მნიშვნელოვან ნიმუშებს და პროფესიონალი რეჟისორის ხელმძღვანელობით იმსჯელონ ფილმების თემატურ, ესთეტიკურ და ისტორიულ მნიშვნელობაზე.
🎬პროექტის ფარგლებში, ექვსი კვირის განმავლობაში, გაიმართება ექვსი კინოჩვენება, თითოეული ჩვენების შემდეგ კი ჩატარდება ლექცია-დისკუსია.
🎓 ლექცია-დისკუსიებს გაუძღვება რეჟისორი ნინო გელოვანი.
📌 რატომ უნდა მიიღო მონაწილეობა?
🔵 გაიცნობ ქართულ და მსოფლიო კინემატოგრაფიის შედევრებს
🔵 გაიღრმავებ ცოდნას კინოსა და ვიზუალური ხელოვნების შესახებ
🔵 განივითარებ კრიტიკულ და ანალიტიკურ აზროვნებას
🔵 ჩაერთვები საუნივერსიტეტო კულტურულ ცხოვრებაში
🔵 გახდები საინტერესო დისკუსიების მონაწილე
🎥 რას ვუყურებთ:
📽️საზღვარგარეთული მხატვრული ფილმები (I სექცია):
🎞️ „მწვანე მილი“ - რეჟ. ფრენკ დარაბონტი
🎞️ „გაქცევა შოუშენკიდან“ - რეჟ. ფრენკ დარაბონტი
📽️ქართული მხატვრული ფილმები (II სექცია):
🎞️ „მონანიება“ - რეჟ. თენგიზ აბულაძე
🎞️ „ფიროსმანი“ - რეჟ. გიორგი შენგელაია
📽️დოკუმენტური ფილმები (III სექცია):
🎞️ „ასი“ - რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი
🎞️ „ივანე ჯავახიშვილი“ - რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი
🎬 პროექტი შედგება სამი თემატური სექციისგან:
🔹საზღვარგარეთული მხატვრული ფილმები
🔹ქართული მხატვრული ფილმები
🔹დოკუმენტური ფილმები
👥 პროექტში მონაწილეობა შეუძლია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს, რომელიც სწავლობს ბაკალავრიატის საფეხურზე.
📍 მდებარეობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
📅 მნიშვნელოვანი თარიღები:
🗓️ რეგისტრაციის დაწყება - 9 მარტი
🗓️ რეგისტრაციის დასრულება - 31 მარტი
🎬 კინოჩვენებები გაიმართება კვირაში ერთხელ:
I სექცია
🗓️ 7 აპრილი - „მწვანე მილი“
🗓️ 14 აპრილი - „გაქცევა შოუშენკიდან“
II სექცია
🗓️ 21 აპრილი - „მონანიება“
🗓️ 28 აპრილი - „ფიროსმანი“
III სექცია
🗓️ 5 მაისი - „ასი“
🗓️ 19 მაისი - „ივანე ჯავახიშვილი“
🕖კინოჩვენებები დაიწყება საღამოს საათებში, სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ (დაახლოებით 19:00 - 20:00 საათზე). დეტალური ინფორმაცია რეგისტრირებულ მონაწილეებს დამატებით ეცნობებათ.
🔷ერთ სტუდენტს ექნება შესაძლებლობა მხოლოდ ერთ სექციაში მიიღოს მონაწილეობა.
🔷სექციის ყველა, ორ კინოჩვენებასა და ლექცია-დისკუსიაზე დასწრების შემთხვევაში მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.
📧 შეავსე ფორმა და გახდი „კინოკლუბის“ მეორე სეზონის მონაწილე!
სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/jj1UgQ1kwJvNJBy1A
Advertisement
Event Venue
Tbilisi State University, ilia chavchavadze ave 1,Tbilisi, Georgia
Tickets
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.





