Advertisement
📖 ექსპო ჯორჯიაში, წიგნის ბაზრობის ფარგლებში გაიმართება „ქართული ფსიქოანალიტიკური ჟურნალის" პრეზენტაცია✍️ „ქართული ფსიქოანალიტიკური ჟურნალი რეგულარული სამეცნიერო გამოცემაა, რომლის თითოეული ნომერი სხვადასხვა თემას ეძღვნება. ჟურნალის სარედაქციო კოლეგია აერთიანებს ქართველ და უცხოელ სპეციალისტთა მრავალფეროვან ჯგუფს – ფსიქოლოგებს, ფსიქიატრებს, ფსიქოანალიტიკოსებს და მკვლევრებს სოციალური მეცნიერებებიდან, რომლებიც ჩართულნი არიან სამეცნიერო კვლევებში და ეწევიან ფართო სამეცნიერო თუ კლინიკურ პრაქტიკას საქართველოში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში, სადაც ფსიქოანალიზს უკვე უკავია მნიშვნელოვანი ადგილი საზოგადოებაში, ანდაც ახლა იმკვიდრებს თავს.
ჟურნალის უპირველესი მისიაა, ერთი მხრივ, ქართული საზოგადოებისთვის თანამედროვე ფსიქოანალიტიკური კვლევების გაცნობა, ხოლო, მეორე მხრივ, ახალგაზრდა ქართველი მკვლევრების წარმოჩენა და განვითარება, მათთვის საგამომცემლო სივრცის შეთავაზება რაც, საბოლოოდ, ხელს შეუწყობს ფსიქოანალიტიკური კვლევების, პრაქტიკისა და ფსიქოანალიტიკური დისკურსის დაფუძნებასა და გაძლიერებას საქართველოში.
ქართული ფსიქოანალიტიკური ჟურნალი საინტერესოა არა მხოლოდ ფსიქოლოგიის სფეროს სპეციალისტებისა და სტუდენტებისთვის, არამედ სოციალური მეცნიერებებით დაინტერესებული ფართო აუდიტორიისთვის, ვისაც სურს გაეცნოს კლასიკურ თუ თანამედროვე კვლევებს ფსიქოანალიტიკური თეორიისა და პრაქტიკის განვითარების კვალდაკვალ."
▶ წარმდგენები - მარიამ ტურძილაძე, გიგა მამინაშვილი
▶ სარედაქციო კომიტეტი: ელენე ბარამიძე, მაია კერვალიშვილი, მარინე ჩიტაშვილი, ნანუკა მაისაშვილი, მარინა ტარასაშვილი, კატრინ სალადენი, ოლივიე დუვილი, ალენ ვანიე, რაჟა მაკი, ოდა დაგერი, ალინ ჰუსეინი, მიმოზა დიმიტროვა
📌 პრეზენტაცია დაიწყება 13 აპრილს, 16:30 საათზე
📍 მისამართი: ექსპო ჯორჯია, წერეთლის გამზირი 118
✅ პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
Expo Georgia ექსპო ჯორჯია, მოდენა, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia