Advertisement
🎯 აზროვნების აკადემია გთავაზობთ ქეთევან აბდუშელიშვილის საავტორო ტრენინგ-კურსს - „პიროვნება და მისი თვითშეფასება"
▶ კურსი განიხილავს თვითშეფასების მნიშვნელობასა და მის გავლენას პიროვნულ განვითარებაზე სხვადასხვა ფსიქოლოგიური სკოლის მიდგომების მიხედვით. მონაწილეები გაეცნობიან თვითშეფასების არსს, მისი შეფასების მეთოდებს, დაბალი თვითშეფასების მიზეზებს და გამკლავების გზებს. კურსი მოიცავს მიჯაჭვულობის თეორიის, სქემა თერაპიისა და კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის (CBT) პერსპექტივებს, რომლებიც განმარტავს, როგორ ყალიბდება და ვითარდება პიროვნების თვითშეფასება.
🚀 პროგრამა პრაქტიკულად აერთიანებს თეორიულ ცოდნასა და დაბალი თვითშეფასების გაუმჯობესების ეფექტიან ტექნიკებს, რაც დაეხმარება მონაწილეებს პიროვნული და პროფესიული ზრდის გაძლიერებაში.
▪️ კურსის თემატიკა :
1. თვითშეფასების არსი, ზოგადი მიმოხილვა. ‘დაბალი თვითშეფასება’, მისი თვისობრივი და რაოდენობრივი პარამეტრები.
თვითშეფასების კითხვარის გაცნობა
2. პიროვნების თვითშეფასება მიჯაჭვულობის თეორიის პერსპექტივიდან
3. პიროვნების თვითშეფასება სქემა თერაპიის პერსპექტივიდან
4. პიროვნების თვითშეფასება კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის პერსპექტივიდან და დაბალ თვითშეფასებასთან გამკლავების გზები
▪️ ინფორმაცია ლექტორზე:
ქეთევან აბდუშელიშვილი - ფსიქიატრი, ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტური თერაპიის ასოციაციის (EABCT) მიერ აკრედიტებული კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპევტი, მედიცინის დოქტორი
კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ასოცირებული პროფესორი,
თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისული ინტერვენციის სამსახურის უფროსი.
📅 დასაწყისი: 14 აპრილი, 20:00 სთ
📅 შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ, ორშაბათს 20:00 საათზე
🔖კურსის ღირებულება – 185₾
🔖 კურსზე მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
🔖მოსწავლეებისთვის და ბაკალავრის სტუდენტებისათვის (22 წლის ჩათვლით) – 25% ფასდაკლება
იმისთვის, რომ სტუდენტური ფასდაკლებით ისარგებლოთ, გადახდის ველში გთხოვთ მონიშნოთ „საბანკო გადარიცხვა"
💻 კურსზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
✅ რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://cutt.ly/kru4z0cL
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო, თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Tickets