Advertisement
15 აპრილს, 16:00 საათზე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე - „სამართლიანი და უსამართლო ომები: მაიკლ უოლცერის მორალური არგუმენტები“.
მოხსენების ფარგლებში თანამედროვე კონფლიქტების ჭრილში განხილული იქნება ცნობილი პოლიტიკური ფილოსოფოსის მაიკლ უოლცერის ნაშრომი „სამართლიანი და უსამართლო ომები“, რომელიც მხოლოდ ინგლისურ ენაზე უკვე ხუთჯერ გამოიცა (1977 წლის შემდგომ).
ლექციას წაიკითხავს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი თავაძე, დასრულების შემდეგ კი გაიმართება დისკუსია.
ღონისძიება ტარდება სემინარების სერიის - პოლიტიკისა და სამართლის ფილოსოფია - ფარგლებში, რომელსაც ორგანიზებას უწევენ:
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დავით ბატონიშვილის ინსტიტუტი
მიშელ მუსხელის ევროპული კვლევების ცენტრი
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრი
მისამართი: კალისტრატე ქუთათელაძის ქ. #3.
დასწრება თავისუფალია.
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი Sulkhansaba University, კალისტრატე ქუთათელაძის ქუჩა 3, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia