Advertisement
წიგნის წარდგენაკედლის გაზეთის გაოცებული მკითხველი
ავტორი - გივი მარგველაშვილი
📌 13 აპრილი, 18:30 – 19:00 საათი
📖 გივი მარგველაშვილის (1927 ბერლინი - 2020 თბილისი), გერმანულენოვანი მწერლისა და ფილოსოფოსის – „კედლის გაზეთის გაოცებული მკითხველი“ გამომცემლობა „ალონის“ ახალი წიგნია (მთარგმნელი ასმათ ფარჯიანი).
🔸 წიგნი კედლის წარწერებზეა. ავტორი ბერლინის ქუჩებში გადაადგილდება (1990-2010) და აკვირდება ქალაქში გაფანტულ ფრაზებს, მათ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ აქცენტებსა და შემდგომ სახეცვლილებებს. მიზნად ისახავს გაიაზროს, თუ რისი თქმა სურდათ ამ მოკლე შეტყობინებების ავტორებს. გივი მარგველაშვილი კედლის წარწერებსაც საკუთარი ფილოსოფიური შეხედულებებიდან გამომდინარე ონტოტექსტოლოგიურ ჭრილში განიხილავს და მათ ინტერპრეტაციას ცდილობს.
რედაქტორი: შოთა იათაშვილი
წიგნში გამოყენებულია ალექსანდრე იანეცკოს (Alexander Janetzko) ფოტოები
წიგნს წარადგნენ:
⭕ დავით გალაშვილი - ფილოსოფიის დოქტორი, თსუ-ის ფილოსოფიის დეპარტამენტის ლექტორი.
⭕ გიორგი ჯავახაძე - ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი.
მისამართი: ექსპო ჯორჯია, 118 წერეთლის გამზირი, თბილისი.
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
აკაკი წერეთლის გამზირი 118, თბილისი, საქართველო, აკაკი წერეთლის გამზირი 118, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia