Advertisement
28 აპრილს - რუსთაველის ეროვნულ თეატრში - SPARKS წარმოგიდგენთ, ქართველ მსმენელში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფის - „ურსა“-ს კონცერტს.ჯგუფი "ურსა" საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2010 წელს დაარსდა. ჯგუფი დაარსების დღიდან აქტიურად ჩაერთო ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში. „ურსა“ს პირველი სოლო კონცერტი ჩატარდა 2011 წელს, სადაც ჩამოყალიბდა ჯგუფის ძირითადი მიმდინარეობა და პროგრამა. ჯგუფი დღემდე აქტიურად და დამოუკიდებლად აგრძელებს მოღვეწეობას როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
უნიკალური საშემსრულებლო სტილი, ტრადიციული ფოლკლორის და თანამდროვე ჟღერადობის შერწყმით, განსაკუთრებული ვოკალური ჰარმონიით, ფანდურის და სხვა ინსტრუმენტების საინტერესო არანჟირებით, ძლიერი სცენური ენერგეტიკით „ურსა“ ცდილობს შექმნას ხარისხიანი მუსიკა და ეს ყველაფერი ერთ ერთ წარმატებულ ჯგუფად აყალიბებს ქართულ მუსიკალურ სივრცეში.
ჯგუფმა სახელწოდება ხევსურული საბრძოლო იარაღის "ურსა“-ს მიხედვით შეარჩია.
შემადგენლობა:
გიორგი ძოწენიძე (ვოკალი)
გიორგი გრიგალაშვილი (ვოკალი, ფანდური)
შოთიკო ქვარცხავა (დრამი)
კობა შენგელია (ბას-გიტარა)
ლევან ფერაძე (გიტარა)
------
19:00 - კარის გახსნა
20:00 - კონცერტის დასაწყისი
------
♀♂ ასაკობრივი შეზღუდვა 10+
🎫 ბილეთი აქ: https://biletebi.ge/concerts/group-ursa
ღონისძიების დატოვების შემთხვევაში, სტუმრები უკან აღარ დაიშვებიან.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კონცერტზე დასასწრებად, ბილეთის შეძენა აუცილებელია, ნებისმიერი ასაკის სტუმრისთვის.
-
Advertisement
Event Venue
რუსთაველის თეატრი, 14 Rustaveli Ave, Shota Rustaveli Ave Tbilisi 0108, Georgia, Tbilisi
Tickets
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.







