Advertisement
,,საქართველოს ბილიკებზე"16 მაისს, შაბათს გთავაზობთ ერთ დღიან უცხო ტურს კახეთში.
1. მთისძირი: არეშის ბაზილიკა
2. ახალსოფელი: ძველი გავაზის ღვთისმშობლის ეკლესია (მე-6 ს.), დავითგარეჯი (მე-11ს.), წმ. გიორგის სალოცავი (თავ წმ. გიორგი).
3. ხოშატიანის ღვთისმშობელი მე-11-13ს.
4. ზინობიანის ტბა
5. საბუე: ინწობას კომპლექსი (ფიქალები, კახეთის კარიბჭე) - ნათლისმცემლის ეკლესია მე-6 ს.
✔ ტურის ღირებულება: 50 ლარი
ტურის ღირებულებაში შედის:
🚶 გამყოლი ( სერთიფიცირებული გიდი)
🚐 მგზავრობა მიკროავტობუსით (20 ადგილიანი მარშუტკა)
☕️ ყავა/ ჩაი უფასოდ
📸 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)
🍖 ჯგუფის სურვილის შემთხვევაში ტურის ბოლოს ნეკრესის ტყეში სპეციალურად მოწყობილ საპიკნიკე ადგილას ვიმწვადავებთ ან უბრალოდ ავანთებთ კოცონს და კარტოფილებს შევწვავთ.
👣 ფეხით სასიარულო: მაქსიმუმ 3 კმ. ჯამში, თუ მანქანა ვერ ავიდა ბოლომდე თავწმინდა გიორგის ეკელსიაში.
⚠️ ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა.
⏰ ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:40 სთ-დან. გავდივართ 7:00 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).
ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში 💻 ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
📞 555407650 ან 568710175 ანი
VIBER / WhatsApp - 555407650
instagram: saqartvelosbilikebze
🔊 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა. ჩარიცხვის შემდეგ გთხოვთ შეინახოთ ქვითარი.
⚠️ ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.
თუ გამოუვალი მდგომარეობაა და შეგვატყობინებთ რამოდენიმე დღით ადრე, თანხა დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ჩანაცვლება მოხდება სხვა მსურველით.
რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:
1. ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი. 🍔
2. პირადი აფთიაქი
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი 👟 წინდა 🧦 საწვიმარი ან ქოლგა ☔, თბილი მოსაცმელი, ქუდი 🧢
4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს 👟🚶♂️
🔊 ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
💺 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ
⌚არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს. დამალვა და ტელეფონზე ორგანზატორის ზარის უგულვებელყოფა 📲 (მაინც დამელოდებიან, უჩემოდ ხომ არ წავლენ ) და ა.შ. ურჩი მონაწილეები მეორედ აღარ დაიშვებიან ტურზე.
🚸 როდესაც მოგვყავს მეგობრები წინასწარ ვუხსნით ტურის წესებს
🚯 არ ვყრით ნაგავს
🚭 არ ვეწევით მიკროავტობუსში
🍺 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
🥂 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.
p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤
Advertisement
Event Venue
საქართველოს ბილიკებზე, Tbilisi, Georgia
Tickets
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.











