Advertisement
იოსებ გრიშაშვილისადმი მიძღვნილი კონფერენცია
1889 წლის 24 აპრილს დაიბადა პოეტი და საზოგადო მოღვაწე, იოსებ გრიშაშვილი. მისი
შემოქმედებითი ცხოვრება ღრმად უკავშირდება თბილისს, ქალაქური კოლორიტის
ასახვას, რაც თანამედროვე ლიტერატურისა და ხელოვნებისთვისაც შთამაგონებელ
თემას წარმოადგენს.
იოსებ გრიშაშვილისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში თსუ-ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდება
სამეცნიერო კონფერენცია ,,ტფილისური ბოჰემა - XVIII-** საუკუნეების ქალაქის ისტორიები ლიტერატურასა და ხელოვნებაში“ - ეძღვნება იოსებ გრიშაშვილს.
კონფერენციის თემატიკა უნდა ეხებოდეს ლიტერატურის, ისტორიისა და ხელოვნების
კვლევებს, კულტურული სივრცეების ახლებურ ინტერპრეტაციებს, ისტორიული და სოციალური კონტექსტის გააზრებას, ამავე კონტექსტში ჩაწერილი ქალაქის მრავალფეროვან იდენტობებს, ენასა და შემოქმედებით დინამიკას.
სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების დოქტორანტებსა და პროფესორ-თანამშრომლებს.
თეზისების წარდგენა შესაძლებელია სარეგისტრაციო ბმულზე: https://forms.gle/eWSifjBfJ4BEvJj96
სარეგისტრაციო ბმულის ბოლო გრაფაში შესაძლებელია თეზისის ატვირთვა.
📌 თეზისების გაფორმების წესი:
გაერთიანებულ დოკუმენტში (MS Word ) გთხოვთ შეიტანოთ შემდეგი მონაცემები:
1. ავტორის სახელი და გვარი ქართულად და ინგლისურად;
2. თეზისების სათაური ქართულად და ინგლისურად;
3. ორგანიზაციის დასახელება ქართულად და ინგლისურად;
4. ფაკულტეტის დასახელება ქართულად და ინგლისურად;
5. თეზისების ძირითადი ტექსტი ქართულად და ინგლისურად;
6. 3-5 საკვანძო სიტყვა ქართულად და ინგლისურად;
7. ფორმატი — A4
8. შრიფტი — UNICODE (Sylfaen)
9. თეზისების ტექსტი დაიწყეთ მომდევნო, ახალი
გვერდიდან, 12 ზომის შრიფტით.
10. ფოტოების და სხვა გრაფიკული გამოსახულების კომპიუტერული ვარიანტი
შესრულებული უნდა იყოს JPG ფორმატში.
11. თეზისის მოცულობა: 300-300 სიტყვა.
თავფურცელი გააფორმეთ შემდეგი თანმიმდევრობით:
ავტორ(ებ)ი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
სათაური — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
ორგანიზაცია, მაგ., ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში; საკვანძო სიტყვები.
თეზისების ძირითადი ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე –12 ზომის შრიფტით.
კონფერენციის ჩატარების ადგილი: თსუ - ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა.
თარიღი: 15 მაისი
რეგისტრაციის ველი ღიაა 30 აპრილის ჩათვლით. 30 აპრილის შემდეგ შედეგებს ელ-ფოსტაზე გაცნობებთ.
თეზისების ელექტრონული კრებული განთავსდება და გამოქვეყნდება ღია წვდომის პლატფორმაზე- openjournals.ge, ასევე სამეცნიერო პორტალზე openscience.ge, რომელიც ინტეგრირებულია ღია მეცნიერების ღრუბელში (EOSC).
თეზისებს მიენიჭება DOI
საკონტაქტო პირები:
თეო რეხვიაშვილი - თსუ - ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის მომხმარებელთა
მოზიდვისა და სერვისების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
[email protected]
ნინო პოპიაშვილი - ფილოლოგიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
[email protected]
Advertisement
Event Venue
მერაბ ალექსიძის II შესახვევი N3, 0162 Tbilisi, Georgia, მერაბ ალექსიძის ქუჩა 1, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Tickets
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.





