Advertisement
ჩვენ ვხედავთ ჟურნალისტებზე ზეწოლას, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვის იმ რთულ რეალობას, რომელიც დღეს საქართველოშია - ასეთ მძიმე დროს კი, ერთიანობა და სოლიდარობა უმნიშვნელოვანესია.სწორედ ამ მიზნით, 30-31 მაისს ჩატარდება საგაზაფხულო ფლიმარკეტი სინათლისთვის, სადაც შევქმნით სოლიდარობის საერთო სივრცეს იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს დამოუკიდებელი ონლაინ მედიების ქსელი - სინათლე მედია.
ამასთან ერთად, შეგროვილი თანხის 10% გადაირიცხება დიუშენით დაავადებული ბავშვების ოჯახების მხარდასაჭერად.
თუ გსურს გახდე ამ მოძრაობის ნაწილი, გამოიტანო შენი ნივთები და ჩაერთო გაყიდვებში, შეავსე სარეგისტრაციო კითხვარი და შემოგვიერთდი - https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc8w6CkCOTwUAAE9FeG8i3flGl39z-4Sv_zwM4B7MvQiPPFQw/viewform.
გაითვალისწინე, რომ ფლიმარკეტის მონაწილეები და გასაყიდი ნივთები ორივე დღეს განსხვავებული იქნება.
12:00 საათიდან 18:00 საათამდე ცოცხალი მუსიკა, გემრიელი საჭმელი და საბავშვო გასართობი აქტივობები გელოდებათ.
რაც მთავარია, თუ 31 მაისს ჩვენი წევრის "ინდიგოს" ვაშლის ბაღების ფესტივალზე გქონდათ წასვლა გადაწყვეტილი - 30 მაისს ჯერ ჩვენთან მოდით საგაზაფხულო ფლიმარკეტზე და ორივე ღონისძიებაზე შეძლებთ დასწრებას.
სინათლე არ უნდა ჩაქრეს!
Advertisement
Event Venue
Slink Café - სლინკ კაფე, მიხეილ წინამძღვრიშვილი ქუჩა 84, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Tickets
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.











