Advertisement
🧒💛 ბავშვის უფლებები და მშობლის როლი — როგორ შევქმნათ ბავშვებისთვის უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემო? 🛡️🏡🎈ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის ფარგლებში, მშობლებს გიწვევთ ინტერაქტიურ შეხვედრაზე, რომელსაც წარუძღვება ნინო დანელია — სოციალური მუშაკი და განათლების სპეციალისტი World Vision საქართველოდან 👩🏫
👨👩👧👦 ყველა მშობელს სურს, რომ მისი შვილი თავს გრძნობდეს უსაფრთხოდ, ბედნიერად და დაფასებულად 💖✨ თუმცა, ხშირად ჩნდება კითხვები: 🤔💭
💬 რა უფლებები აქვს ბავშვს?
💬 რა უფლებები მაქვს მე, როგორც მშობელს?
💬 როგორ დავიცვა ჩემი შვილის ინტერესები ყოველდღიურ სიტუაციებში?
💬 როგორ ვიმოქმედო, თუ ბავშვის უფლებები ირღვევა ან საფრთხის წინაშეა?
💬 სად და ვის მივმართოთ დახმარებისთვის საჭიროების შემთხვევაში?
შეხვედრის განმავლობაში ერთად ვისაუბრებთ:
✅ ბავშვის ძირითად უფლებებზე და მათ მნიშვნელობაზე ყოველდღიურ ცხოვრებაში;
✅ მშობლის უფლებებსა და პასუხისმგებლობებზე;
✅ ბავშვის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მხარდაჭერაზე;
✅ ბავშვის ინტერესების დაცვაზე სხვადასხვა სიტუაციაში;
✅ იმ ძირითად სერვისებსა და მექანიზმებზე, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია დახმარების საჭიროების შემთხვევაში.
შემოგვიერთდით და ერთად ვიმსჯელოთ, როგორ შევქმნათ გარემო, სადაც ბავშვებმა იციან რომ მათ უსმენენ და თავს გრძნობენ უსაფრთხოდ, ბედნიერად და აღიარებულად.
🎈აღნიშნული აქტივობა არის „ბავშვთა დაცვის დღის ზეიმის“ ნაწილი, რომელიც აღინიშნება 30–31 მაისს.
📍კუბი კონტექსტში (მზიურის პარკი)
📅30 მაისი | 16:00
🆓დასწრება თავისუფალია
🔗ღონისძიებაზე დასასწრებად დარეგისტრირდით -https://forms.gle/fexAToQ6sLarcG4n9
Advertisement
Event Venue
კუბი კონტექსტში - Cube In Context, Gkas, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Tickets
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.











