ბავშვი კითხულობს წიგნს, ეკითხებით, რა გაიგო, ის კი ვერაფერს გპასუხობთ - ნაცნობი სიტუაცია? ან იქნებ სულაც არ უყვარს კითხვა და ყოველი წიგნის შეთავაზება დაძალებას ემსგავსება? - ღონისძიებაზე სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრებთ.
მხოლოდ წიგნის წაკითხვა საკმარისი არ არის, მთავარი მისი გააზრება და აზრის ჩამოყალიბებაა. სწორედ ამაში დაეხმარება ბავშვს „ჩემი წიგნების რვეული“ - 7-12 წლის ასაკის ბავშვებისთვის შექმნილი აქტივობებით სავსე კრებული, რომელიც კითხვის პროცესს აქცევს უფრო საინტერესო და ღირებულ გამოცდილებად.
ღონისძიება საინტერესო იქნება როგორც პედაგოგებისთვის, ისე მშობლებისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ბავშვმა არამხოლოდ წაიკითხოს წიგნი, არამედ გაიგოს, გაიაზროს და საკუთარი აზრი ჩამოაყალიბოს მასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე ისაუბრებენ:
🔹 მარიამ ჯამდელიანი - ავტორი, ლიტერატურის პედაგოგი;
🔹 ელენე ბეთლემიშვილი - აზროვნების აკადემიის სკოლის პედაგოგი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი;
🔹 მარიამ ტურძილაძე - აზროვნების აკადემიის გამომცემლობის მთავარი რედაქტორი.
👉 დასწრება თავისუფალია, მაგრამ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ გთხოვთ გაიარეთ რეგისტრაცია: https://cutt.ly/etT3S69k
📍მისამართი: თ. იოსებიძის 57, აზროვნების აკადემია
„ჩემი წიგნების რვეულის“ გადახედვა შეგიძლიათ ბმულზე: https://cutt.ly/vty00rJ7
Event Venue
აზროვნების აკადემია / The Thinking Academy, იოსებიძის #57,Tbilisi, Georgia










