მასტერინგი ფსიქოკონსულტირებაში

Wed, 11 Mar, 2026 at 06:00 pm UTC+04:00

ჩუბინაშვილის 50, 0179 Tbilisi, Georgia | Tbilisi

\u10d8\u10dc\u10e2\u10d4\u10d2\u10e0\u10d8\u10e0\u10d4\u10d1\u10e3\u10da\u10d8 \u10e4\u10e1\u10d8\u10e5\u10dd\u10d7\u10d4\u10e0\u10d0\u10de\u10d8\u10d8\u10e1 \u10d0\u10d9\u10d0\u10d3\u10d4\u10db\u10d8\u10d0 IAIP
Publisher/Hostინტეგრირებული ფსიქოთერაპიის აკადემია IAIP
\u10db\u10d0\u10e1\u10e2\u10d4\u10e0\u10d8\u10dc\u10d2\u10d8 \u10e4\u10e1\u10d8\u10e5\u10dd\u10d9\u10dd\u10dc\u10e1\u10e3\u10da\u10e2\u10d8\u10e0\u10d4\u10d1\u10d0\u10e8\u10d8
Advertisement
✅ აღმოაჩინე ფსიქოკონსულტირება, როგორც პროფესიული განვითარების გზა, შემოუერთდი „ფსიქოკონსულტირების მასტერინგის“ პროგრამას 2026 წლის 11 მარტიდან და მოიპოვე სერტიფიკატი.
პროგრამა შექმნილია ფსიქოლოგებისა და ფსიქოლოგიის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის, ვისაც სურს გახდეს პროფესიონალი ფსიქოკონსულტანტი, შეიძინოს ფსიქოკონსულტირების წარმოების უნარ - ჩვევები პრაქტიკაში მომუშავე სპეციალისტებისგან და გაიღმავოს თეორიული ცოდნა. ის აერთიანებს თეორიასა და გამოცდილებით სწავლებას ტრენირების ფორმატში, ეყრდნობა ფსიქოკონსულტირების სფეროშო არსებულ მეცნიერულ ფუნდამენტებს, სიახლეებსა და მიღწევებს.
✅ კურსის ფარგლებში შეისწავლით:
● ბავშვთა, მოზარდთა, ზრდასრულთა და ხანდაზმულთა ფსიქოკონსულტირებას
● ოჯახთან ფსიქოლოგიური მუშაობის პრინციპებს
● სტრესისა და ტრავმის ფსიქოკონსულტირებას
● ფსიქოპათოლოგიას ფსიქოკონსულტანტებისთვის
● პიროვნების განვითარებისა და ასაკობრივი კანონზომიერებების ფსიქოლოგიას და მის პრაქტიკულ გამოყენებას კონსულტირების პროცესში
● ფსიქოთერაპიულ ინტერვენციებს ფსიქოკონსულტირებაში
● პროცესის წარმოების ეთიკურ და სამართლებრივ ასპექტებს.
საათობრივი დატვირთვა - 500 აკადემიური საათი.
✅ კურსის გავლის შედეგად
● შეიძენ ფსიქოკონსულტირების წარმოებისთვის საჭირო ხარისხიან ცოდნასა და ეფექტურ უნარებს
● შეძლებ კლიენტის საჭიროების დიფერენცირებულ მოკვლევას
● შეძლებ კლიენტის პრობლემის გამოკვეთას
● შეძლებ კლიენტზე მორგებული ეფექტური რეკომენდაციების გაცემას
● დაეხმარები კლიენტებს საკუთარი მიზნების დასახვასა და მიღწევაში
● დაეხმარები კლიენტებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში
● შეძლებ მუშაობას კერძო და საჯარო ორგანიზაციებში, სადაც ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევთ მომსახურე პერსონალს
● სურვილისამებრ, დასაქმდები სხვა და სხვა სერვის ცენტრებში ან გექნება კერძო პრაქტიკა
● შეძლებ ადამიანების კონსულტირებას სხვა და სხვა მიმართულებით (ოჯახური ფსიქოკონსულტირება, ბავშვთა და მოზარდთა კონსულტირება, მოზრდილთა კონსულტირება და სხვ)
● შექმნი ან/და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებ პროფესიულ პრაქტიკას, გაიზრდება კმაყოფილი კლიენტების რიცხვი, მომართვიანობა
● გაიღრმავებ პროფესიულ თავდაჯერებულობასა და კმაყოფილებას - ისწავლი ფსიქოკონსულტირების წარმოების ეფექტურ გზებს
● გაიფართოვებ პროფესიულ წრეს
✅ პროგრამის ხელმძღვანელი
ნანა გოგიჩაშვილი - პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტორი, „მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის“ ფსიქოკონსულტირების მიმართულების ხელმძღვანელი
💰 პროგრამაზე ინდივიდუალურად 16 თებერვლამდე რეგისტრაციისას კურსის ღირებულებაზე ვრცელდება ფასდაკლება - 4080 ლარი 5040 ლარის ნაცვლად.
კურსის ღირებულება გადანაწილებულია 12 თვეზე და 1 თვის გადასახადია 340 ლარი.
16 თებერვლის შემდეგ რეგისტრაციის შემთხვევაში პროგრამის ღირებულება შეადგენს 5040 ლარს, რომელიც ნაწილდება 12 თვეზე, ერთი თვის გადასახადია 420 ლარი.
თანხის ერთიანად გადახდის შემთხვევაში კურსს გაივლით წელიწადში 4500 ლარად 5040 ლარის ნაცვლად.
თუ ხართ მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტი სარგებლობთ მუდმივმოქმედი 15% ფასდაკლებით და თვიური ღირებულებაა 360 ლარი.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2 მარტი, 2026
პირველადი რეგისტრაციის გასავლელად, გთხოვთ, გადადით ბმულზე და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა :
https://forms.gle/ukD9qtvSKeBKfuVo9
ან
მოგვწერეთ ელ - ფოსტაზე [email protected]
სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, განათლება, აკადემიური ხარისხი და პროფესია, რატომ გსურთ კურსის გავლა.
რეგისტრაციის მეორე ეტაპზე, საბუთების გამოგზავნის შემდეგ, საჭიროა ლააპლიკაციო ღირებულების, 80 ლარის გადახდა. რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში თანხა უკან არ ბრუნდება, ხოლო პროგრამაზე მიღების შემთხვევაში გამოაკლდება სწავლის პირველი თვის გადასახადს.
კურსზე მისაღებ მსმენელთა რაოდენობა შეზღუდულია და მერყეობს 12 - 17 მონაწილის ფარგლებში.
კურსზე რეგისტრაცია დაწყებულია!
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით
[email protected]
598 53 53 88
მისამართი: გ.ჩუბინაშვილის 50
Advertisement

Event Venue & Nearby Stays

ჩუბინაშვილის 50, 0179 Tbilisi, Georgia, გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩა 48, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Icon
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.

Ask AI if this event suits you:

More Events in Tbilisi

Hayao Miyazaki's Dreams by Mystery Ensemble. Multimedia concert
Sat, 14 Mar at 08:00 pm Hayao Miyazaki's Dreams by Mystery Ensemble. Multimedia concert

ვახტანგ სალარიძის საკონცერტო დარბაზი • Vakhtang Salaridze Concert Hall

KIRAME
Sat, 14 Mar at 09:00 pm KIRAME

MONO HALL

WONDERING HEART ~ The Power of Seen.
Fri, 20 Mar at 06:30 pm WONDERING HEART ~ The Power of Seen.

ლადო ასათიანი ქუჩა 28, თბილისი, საქართველო

\u10d0\u10e8\u10e8-\u10d4\u10d5\u10e0\u10dd\u10d9\u10d0\u10d5\u10e8\u10d8\u10e0\u10d8\u10e1 \u10d0\u10ee\u10d0\u10da\u10d2\u10d0\u10d6\u10e0\u10d3\u10e3\u10da\u10d8 \u10e1\u10d0\u10db\u10d8\u10e2\u10d8 2026
Sat, 21 Mar at 03:00 pm აშშ-ევროკავშირის ახალგაზრდული სამიტი 2026

ბაქრაძის ქუჩა 6, Tbilisi, Georgia

Homage to Paganini by candlelight
Sat, 21 Mar at 08:00 pm Homage to Paganini by candlelight

Evangelical-Lutheran Church in Georgia

Tbilisi is Happening!

Never miss your favorite happenings again!

Explore Tbilisi Events