Advertisement
მოგესალმებით,16 მაისს გაიმართება ბავშვების ველო ტურნირი ორ ასაკობრივ ჯგუფში.
პირველი კატეგორია იქნება ბალანს ბაიკი 2-3 წლის ასაკის ბავშვების.
მეორე კატეგორია იქნება ბალანს ბაიკი 4-5 წლის ბავშვების.
ტურნირი გაიმართება ლისის ტბის მიმდებარედ, შეკრების ადგილი Georiders-ის ველო პავილიონი. ერთმანეთს შეეჯიბრებიან ბალანსის ტიპის ველოსიპედებით.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან იმის მიხედვით თუ ვინ უფრო სწრაფად შემურბენს წრეს სპეციალურად მოწყობილ გრუნტის საფარიან ველო მოედანს, ეგრეთ წოდებულ Pump Track-ს.
შეჯიბრი იქნება წყვილთა რბოლა და ყოველი გამარჯვებული გადადის მომდევნო ეტაპზე.
ნომრების გაცემა დაიწყება 10 საათზე და შეჯიბრის სტარტი იქნება 10:30 საათზე.
უფლებას ვიტოვებთ უამინდობის გამო ტურნირი გადავდოთ ერთი დღით ან ერთი კვირით.
შეჯიბრში აუცილებელია გყავდეთ გამართული ველოსიპედი და ჩაფხუტი.
აუცილებელია ბავშვებს თან ყავდეთ მშობლები.
შეჯბრის ნომრის გაცემის დროს აუცილებელია ადგილზე გქონდეთ ბავშვის დაბადების მოწმობა ან მისი ფოტო სურათი.
შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე.
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdLWRirftYj3oKTNfeqV9hzYwkQSwh_TNihd6dzfJr2pEicLA/viewform?usp=header
რეგისტრაციის საფასურია თითო მონაწილეზე 30₾ რომელიც სრულად მოხმარდება შეჯიბრის ორგანიზებას, სასმელ წყალს, მედლებს და სამახსოვრო სიგელებს.
მონაწილეებმა თანხა უნდა ჩარიცხოთ ააიპ "ჯეორაიდერს მთბ" საქართველოს ბანკის ანგარიშზე GE80BG0000000533960993
შეჯიბრის მიზანია თბილისის ბავშვთა ველო სპორტის პოპულარიზაცია.
Advertisement
Event Venue
Beritashvili street, 0179 Tbilisi, Georgia, Tbilisi, Georgia
Tickets
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.









