Advertisement
თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება!გავიმარჯვეთ მაშინ, გავიმარჯვებთ ახლაც!
1989 წლის 9 აპრილი არის დღე, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის მორალური ღერძი - ღირსება და თავისუფლება!
საერთო ტკივილისა და გამარჯვების დღე.
გამარჯვების, რომელიც საბჭოთა რეჟიმის ფონზე შეუძლებელი ჩანდა და ხალხის ერთობამ და სიმტკიცემ რეალობად აქცია.
სიმბოლური იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს, რამაც ორმაგი დატვირთვა მისცა ამ ისტორიულ თარიღს: დღე ჯვარცმისა და დღე აღდგომისა.
ბრძოლა თავისუფლებისთვის არ დასრულებულა!
რუსულმა რეჟიმმა დაარბია და დახოცა ქართველი ხალხი მაშინ, რუსული რეჟიმი ძალადობს და გვწამლავს დღესაც!
ჩვენ არ ვივიწყებთ!
9 აპრილს პატივს მივაგებთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს!
კვლავ ვაფიქსირებთ ჩვენს არჩევანს - თავისუფლებისა და სამართლიანობისკენ სვლას, რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე!
არავის მივცემთ უფლებას, შეცვალოს ან წაშალოს ჩვენი ისტორია. დამოუკიდებლობა სისხლის ფასად მოვიპოვეთ და არ დავთმობთ დღესაც!
თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება!
- 8 აპრილი
20:00 - შეკრება პარლამენტთან
22:00 - საარქივო, დოკუმენტური მასალის და ვიდეო ჩვენება
- 9 აპრილი
00:00 - ღამისთევა მემორიალთან
04:00 - პანაშვიდი
09:00–20:00 - სამოქალაქო მსვლელობები მემორიალთან
20:00 - შეკრება პარლამენტთან
Advertisement
Event Venue
საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტი, შოთა რუსთაველის გამზირი 8, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Tickets
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.






