Advertisement
13 ივნისს, თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, წარმოგიდგენთ გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის გახმაურებულ მუსიკალურ პროექტს - GEORGIAN ON MY MIND, რომელიც უკვე დიდი წარმატებით მოგზაურობს ევროპის პრესტიჟულ სცენებზე.პროგრამა, რომელიც აერთიანებს დასავლურ კლასიკურ მუსიკასა და ქართულ ფოლკლორულ ტრადიციებს, უკვე გაჟღერდა ისეთ მნიშვნელოვან დარბაზებსა და ფესტივალებზე, როგორიცაა ჰამბურგის ელბის ფილარმონია (Elbphilharmonie), ბონის ბეთჰოვენის ფესტივალი (Beethovenfest Bonn), ვენის კონცერტჰაუსი (Wiener Konzerthaus), ამსტერდამის კონცერტგებაუ (Amsterdam Concertgebouw), კატოვიცეს NOSPR-ის დარბაზი (NOSPR Katowice) და სხვა საკონცერტო სივრცეებში.
ამჯერად, პროექტი GEORGIAN ON MY MIND პირველად შესრულდება საქართველოში, რაც არტისტებისთვის განსაკუთრებულ ემოციურ დატვირთვას ატარებს.
გელოდებით 13 ივნისს, 20:00 საათზე.
მისამართი: თბილისი, დოდო აბაშიძის 10.
თიბისი კონცეპტის ბარათის მფლობელები, ბილეთის შეძენას 15%-იანი ფასდაკლებით შეძლებთ: https://link.tbc.ge/GEORGIAN-ON-MY-MIND
*გთხოვთ, აირჩიოთ უკვე ფასდაკლებული ბილეთი
Advertisement
Event Venue
დოდო აბაშიძის ქუჩა 10, დოდო აბაშიძის ქუჩა 10, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Tickets
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.








![\u10d2\u10dd\u10db\u10d8\u10e1\u10db\u10d7\u10d0 + \u10e5\u10dd\u10d1\u10e3\u10da\u10d4\u10d7\u10d8 [20-21 \u10d8\u10d5\u10dc\u10d8\u10e1\u10d8]](https://cdn-ip.allevents.in/s/rs:fill:500:250/g:sm/sh:100/aHR0cHM6Ly9jZG4tYXouYWxsZXZlbnRzLmluL2V2ZW50czcvYmFubmVycy9lMzUxMTg2YzljZjk5YWY1ZmU1MDU0ZWMxYmQ1NGJlNDY2NTMzNzY3YmMzMmQ0OWY4OTZmMGI3YmIyMDEyM2YyLXJpbWctdzEyMDAtaDY3NS1kY2E5ODk2MS1nbWlyP3Y9MTc3ODgyODQ5OQ.avif)
