Advertisement
📢 საქართველოს რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის ასოციაციის ორგანიზებით, 2026 წლის 20 ივნისს, თბილისში, სასტუმრო Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში გაიმართება პირველი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია.🧑🎓 კონფერენციის თემა: რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის დარღვევების დიაგნოსტიკა და მათი მართვის თანამედროვე ტენდენციები.
სამეცნიერო პროგრამა მოიცავს დარგის აქტუალურ და სადავო საკითხებს, რომლებიც განხილული იქნება სტრუქტურირებული დებატების, მიზნობრივი დისკუსიების და ინტერაქტიული სესიების ფორმატში.
📩 GARSH კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს კლინიცისტებს, მკვლევრებსა და ჯანდაცვის სფეროში მომუშავე პროფესიონალებს.
კონფერენცია აკრედიტირებულია (აკრ. N C 1304) და პირველ 100 წარმატებით დარეგისტრირებულ მონაწილეს მიენიჭება I ტიპის 6 უპგ ქულა.
პროგრამა განკუთვნილია შემდეგი სპეციალობების სერტიფიცირებული ექიმებისთვის:
🧑🎓მეანობა-გინეკოლოგია,
🧑🎓რეპროდუქტოლოგია,
🧑🎓ენდოკრინოლოგია,
🧑🎓 საოჯახო მედიცინა.
📝 რეგისტრაციისთვის გთხოვთ: შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdsYNVfn4DIDMSWxrvp8JvRZclOS8lU621mh6hWuR3oQLRAvg/viewform
რეგისტრაციის საფასური უნდა ჩარიცხოთ შემდეგ ანგარიშზე:
მიმღები ბანკი: სს „თიბისი ბანკი“
მიმღების ანგარიში: GE30TB7985636020100006
მიმღების დასახელება: საქართველოს რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის ასოციაცია
დანიშნულებაში გთხოვთ მიუთითოთ:
გვარი, სახელი.
კონფერენციაზე რეგისტრაციის საფასურია:
ასოციაციის წევრებისთვის — 50 ლარი
არაწევრებისთვის — 100 ლარი
⚠️ გთხოვთ გაითვალისწინოთ: რეგისტრაცია საბოლოოდ დადასტურდება მხოლოდ საფასურის ჩარიცხვის შემდეგ.
⚠️კრედიტ-ქულა მიენიჭება მხოლოდ პირველ 100 წარმატებით დარეგისტრირებულ მონაწილეს.
🔹 ზეპირი მოხსენების აბსტრაქტების მიღება დაიწყება 2026 წლის 15 აპრილიდან
🔹 სასპონსორო ინტერესის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ კონფერენციის ორგანიზატორებს დამატებითი ინფორმაციისთვის: [email protected]
🔹 წინასწარი სამეცნიერო პროგრამა და აბსტრაქტების წარდგენის წესი გამოქვეყნდება უახლოეს მომავალში. See less
Advertisement
Event Venue
Sheraton Metechi Palace Hotel,Tbilisi, Georgia
Tickets
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.
![\u10d2\u10dd\u10db\u10d8\u10e1\u10db\u10d7\u10d0 + \u10e5\u10dd\u10d1\u10e3\u10da\u10d4\u10d7\u10d8 [20-21 \u10d8\u10d5\u10dc\u10d8\u10e1\u10d8]](https://cdn-ip.allevents.in/s/rs:fill:500:250/g:sm/sh:100/aHR0cHM6Ly9jZG4tYXouYWxsZXZlbnRzLmluL2V2ZW50czcvYmFubmVycy9lMzUxMTg2YzljZjk5YWY1ZmU1MDU0ZWMxYmQ1NGJlNDY2NTMzNzY3YmMzMmQ0OWY4OTZmMGI3YmIyMDEyM2YyLXJpbWctdzEyMDAtaDY3NS1kY2E5ODk2MS1nbWlyP3Y9MTc3ODgyODQ5OQ.avif)




