Advertisement
🌳მზად ხართ მზიურში ნამდვილი ტყის თავგადასავლისთვის?
✨31 მაისს „ბუნებარე ტყის ბაღი“ განსაკუთრებულ, სენსორულ სივრცეს მოაწყობს, სადაც პატარებს ბუნებასთან უშუალო და უსაფრთხო კავშირის შესაძლებლობა ექნებათ. 🌳
აი, რა დახვდებათ ბავშვებს „ბუნებარეს“ ზონაში:
🌿ჰამაკების სივრცე - ხეებზე უსაფრთხოდ განთავსებული ჰამაკები ბალანსის, ვესტიბულარული აპარატისა და თვითრეგულაციის განვითარებისთვის. ეს იქნება იდეალური ადგილი მშვიდი დასვენების, წიგნის კითხვისა და სენსორული განმუხტვისთვის.
⛺ მცირე საკარვე ზონა - პატარებისთვის შექმნილი უსაფრთხო „მიკრო-სამყარო“, რომელიც ხელს უწყობს დამოუკიდებლობას,სოციალურ ინტერაქციას, სიმშვიდის განცდასა და ბუნებრივ გარემოში ემოციურ კომფორტს.
🤸♀️ თავისუფალი თამაში ბუნებაში - არასტრუქტურირებული გარემო ბუნებრივი მასალებით თამაშის, გარემოს კვლევის, კოორდინაციისა და ჯგუფური თანამშრომლობისთვის.
აქტივობები გათვლილია ბუნებაზე დაფუძნებულ სწავლებაზე და მორგებულია ბავშვების ასაკობრივ საჭიროებებზე. 🍃
🎯აღნიშნული ღონისძიება არის „ბავშვთა დაცვის დღის ზეიმის“ ნაწილი, რომელიც აღინიშნება 30-31 მაისს.🚀
🤗 შემოგვიერთდით, დაისვენეთ ბუნებაში და აღმოაჩინეთ ახალი შეგრძნებები ჩვენთან ერთად!
📍 მზიურის პარკი - კუბი კონტექსტი
📅 თარიღი: 31 მაისი | 16:00 - 19:00
🆓 დასწრება თავისუფალია
🩳სასურველია ბავშვებისთვის წამოიღოთ გამოსაცვლელი ტასნაცმელი.
Advertisement
Event Venue
კუბი კონტექსტში - Cube In Context, Gkas, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Tickets
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.











