Advertisement
🎈 1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღეს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ეროვნული ბიბლიოთეკა საგამოფენო დარბაზი უმასპინძლებს ბავშვებს. 🎈 ამ დღეს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი ბავშვებისთვის მოწყობილ ჯადოსნურ სივრცედ გადაიქცევა, სადაც გაიმართება შეხვედრა საბავშვო მწერალ მარიამ წიკლაურთან, რომელიც თავის წიგნებზე ისაუბრებს; ილუსტრატორი ნინო ჩაკვეტაძე ჩაატარებს ვორქშოპს „როგორ შევქმნათ ილუსტრაციები“; ზალიკოს სტუდიის პედაგოგები პატარა სტუმრებს დაამზადებინებენ ბლოკნოტებს; მთარგმნელი ქეთევან ყანჩაშვილი ისაუბრებს ჰარი პოტერზე; ეროვნული ბიბლიოთეკის კონსერვაციისა და რესტავრაციის განყოფილების თანამშრომელი გიული პაქსაშვილი ბავშვებს აჩვენებს და აუხსნის, თუ როგორ უნდა აღადგინონ დაზიანებული წიგნები (ბავშვები სახლიდან მოიტანენ დაზიანებულ წიგნებს); დიზაინისა და ანიმაციის სკოლა (მენტორები გიორგი და ელენე აბელაშვილები) ბავშვებს ვიდეოთამაშის შექმნას ასწავლის; პატარა სტუმრებს ამ დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ექსკურსიები უსასყიდლოდ ჩაუტარდებათ.
პროგრამა:
🎈 12:00 საათი - საბავშვო მწერალი მარიამ წიკლაური ისაუბრებს თავის წიგნებზე "ჩემი აფრიკელი ბებია“ და "ჩვენი სახლი"; ის პატარა სტუმრებს ასევე გააცნობს იაპონელ პოეტ მისუძუ კანეკოს, რომელიც ქართულად პირველად ითარგმნა;
🎈 12:30 – 14:30 – 16:30 საათი - ეროვნულ ბიბლიოთეკაში პატარა სტუმრებისთვის ექსკურსიები უსასყიდლოდ ჩატარდება;
🎈 13:00 საათი - ზალიკოს სტუდიის მასწავლებლები პატარებს ბლოკნოტებს დაამზადებინებენ;
🎈 13:00 – 16:00 საათი - ეროვნული ბიბლიოთეკის კონსერვაციისა და რესტავრაციის განყოფილების უფროსი გიული პაქსაშვილი ბავშვების მიერ მოტანილ დაზიანებულ წიგნებს მათთან ერთად ჩაუტარებს რესტავრაციას;
🎈 14:00 საათი - მხატვარი ნინო ჩაკვეტაძე ჩაატარებს ვორქშოპს „როგორ შევქმნათ ილუსტრაციები“;
🎈 15:00 - 18:00 საათი - დიზაინისა და ანიმაციის სკოლის წარმომადგენლები - მენტორი გიორგი აბელაშვილი და 9 წლის ელენე აბელაშვილი - ბავშვებს ვიდეოთამაშების შექმნის პროცესს გააცნობენ;
🎈 17:00 საათი - მთარგმნელი ქეთევან ყანჩაშვილი „ჰარი პოტერზე“ ისაუბრებს.
დასწრება თავისუფალია
Advertisement
Event Venue
გუდიაშვილის 7, 0107 Tbilisi, Georgia, ლადო გუდიაშვილის ქუჩა 9, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Tickets
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.









