Advertisement
💡 2 აპრილს აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები ფილოლოგიის დოქტორ, ფილოსოფოს ანა ქირიასთან გურამ დოჩანაშვილის მოთხრობაზე: „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა"საუბარი ეფუძნება გურამ დოჩანაშვილის ამავე სახელწოდების ცნობილ მოთხრობას, რომელიც ქართულ ლიტერატურაში განსაკუთრებული ემოციური და ფილოსოფიური დატვირთვით გამოირჩევა და მრავალი თაობისთვის ლიტერატურის სიყვარულის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა.
ლექციის განმავლობაში საუბარი შეეხება როგორც თავად დოჩანაშვილის პიროვნებასა და მის შემოქმედებით სამყაროს, ისე ამ მოთხრობის სხვადასხვა ინტერპრეტაციას. შეხვედრის მიზანია დაფიქრება ლიტერატურის მნიშვნელობაზე ადამიანის ცხოვრებაში. რატომ გვჭირდება წიგნები, როგორ იბადება ლიტერატურისადმი სიყვარული და რა გზებით შეიძლება მისი გაზიარება სხვებისთვის. ეს შეხვედრა ერთგვარი ომაჟია არა მხოლოდ დოჩანაშვილისადმი, არამედ ლიტერატურისადმი პატივისცემისა და ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისთვისაც კითხვა ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია.
📅 შეხვედრის თარიღი: 2 აპრილი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
🔖 დასწრების საფასური: 30₾
🔖 სტუდენტებისათვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ სტუდენტური ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ „საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
📍მისამართი: თინა იოსებიძის #57
🔗 რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://cutt.ly/dtTI8mqh
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
Advertisement
Event Venue
თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო, თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Tickets
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.









